ტესტები


                        



საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა.   ვარიანტი 1.
1.ადამიანის ჩონჩხი შეიცავს დაახლოებით:
   ა)150-მდე ძვალს      ბ) 200-ზე მეტ ძვალს    გ)300-ზე მეტ ძვალს
2.ადამიანის ჩონჩხის ფუნქციებია:
  ა)საყრდენი    ბ)დამცველობითი     გ)სისხლმბადი
  გ)მონაწილეობს მინერალური ნივთიერებების ცვლაში    დ)ყველა პასუხი სწორია
3.ძვლოვან ქსოვილში მინერალური მარილებისა და ორგანული ნივთიერებების თანაფარდობაა:
   ა)1:1    ბ)2:3     გ)3:2
4.ძვლის ზდას სიგრძეში განაპირობებს:
   ა)ძვალსაზრდელას უჯრედების გაყოფა    ბ)ხრტილოვანი უჯრედების გაყოფა
   გ)ძვლოვანი უჯრედების გაყოფა
5.ასაკთან ერთად მინერალური მარილების წილი ძვალში:
  ა)იზრდება    ბ)კლებულობს     გ) არ იცვლება
6.სახსარი შედგება:
   ა)ძვლების სასახსრე ზედაპირებისაგან     ბ)სასახსრე ღრუსაგან
  გ)სასხსრე ჩანთისაგან     დ)ყველა ზემოდ ჩამოთვლილი ელემენტისაგან
7.ძვალსაზრდელა ფარავს:
  ა)ძვლის მთელ ზედაპირს     ბ)მხოლოდ მის დიაფიზს-სხეულს
   გ)მხოლოდ მის ეპიფიზს-ბოლოებს
8.ნაღრძობი-ეს არის:
   ა)ორი ძვლის ურთიერთდაკავშირებული ზედაპირების შეცილება
  ბ)ძვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა
  გ)სახსრის მყესების დაჭიმვა
9.ადამიანის ხერხემალში მალების რაოდენობაა:
  ა)31   ბ)33-34   გ)35
10.ადამიანის ხერხემალს აქვს შემდეგი ბუნებრივი სიმრუდეები:
   ა)კისრისა და გულმკერდის მიდამოში-წინ;წელის და კუდუსუნის-უკან
  ბ)კისრისა და წელის- წინ;გულმკერდისა და გავის-უკან
  გ)კისრისა და გავის- წინ;გულმკერდისა და წელის -უკან
11.სქოლიოზი-ეს არის ხერხემლის გამრუდება:
     ა)მარცხენა მხარეს      ბ)მარჯვენა მხარეს      გ)ნებისმიერ მხარეს
12.ტერფის თაღი წარმოიქმნება:
    ა)ქუსლის ძვლისა და წინატერფის ძვლების წინა დაბოლოებებით
    ბ)ქუსლის ძვლისა და წინატერფის ძვლების უკანა დაბოლოებებით
    გ)ქუსლის ძვლებისა და თითების ფალანგებით
13.ქალას ტვინოვანი მიდამოს კენტ ძვლებს მიეკუთვნება:
     ა)შუბლისა  და კეფის ძვლები
    ბ)შუბლისა და ყვრიმალის ძვლები
     გ)შუბლის,კეფისა და თხემის ძვლები.
14. .ქალას ტვინოვანი მიდამოს წყვილ ძვლებს მიეკუთვნება:
     ა)თხემისა და საფეთქლის
    ბ)თხემის, საფეთქლისა და კეფის ძვლები
    გ)თხემის, საფეთქლის და ყვრიმალის ძვლები
15.სახის მიდამოს წყვილ ძვლებს მიეკუთვნება:
  ა)ცხვირის,ცრემლის,ყვრიმალის და ზედა ყბის ძვლები
  ბ)მხოლოდ სასისა და ცხვირის ძვლები
   გ)მხოლოდ ცხვირისა და ცრემლის ძვლები
16.მალებში განარჩევენ:
     ა)სხეულს და რკალს
     ბ)სხეულს,რკალს და მორჩებს
      გ)სხეულს და მორჩებს
17.ასაკთან ერთად ხერხემლის რომელი მალების გაძვალება ხდება:
      ა)კუდუსუნის      ბ)გავის     გ) კისრის     დ)  ა+ბ
18.გულმკერდის ყაფაზს წარმოქმნის:
   ა) 12   წყვილი ნეკნი,მკერდის ძვალი
   ბ) 12 წყვილი ნეკნი,ხერხემლის გულმკერდის მიდამო,მკერდის ძვალი
  გ)10 წყვილი ნეკნი, მკერდის ძვალი
19.მკერდის ძვალს უშუალოდ უკავშირდება:
    ა)12 წყვილი ნეკნი      ბ) 10 წყვილი ნეკნი       გ)7   წყვილი ნეკნი    
20.ზედა კიდურების სარტყელი წარმოქმნილია:
      ა)მხრის ძვლებით და ლავიწით.
     ბ)  მხრის ძვლებით,ლავიწებით,მკერდის ძვლით
    გ)ბეჭის ძვლებით  და წყვილი ლავიწის ძვალით
21.მენჯი წარმოქმნილია:
       ა)მენჯის ძვლებით და გავის ძვლით
      ბ)მენჯის ძვლით და გავის ძვლით
     გ)მენჯის ძვლებით და კუდუსუნით
22.ზრდის პერიოდში მენჯის ძვალი შედგება:
     ა)საჯდომი,მოქვენისა და თეძოს ძვლისაგან
     ბ)თეძოსა და საჯდომი ძვლისაგან
    გ)ბოქვენისა და საჯდომი ძვლისაგან
23.ზედა კიდურების თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი შედგება:
      ა)ბეჭის,მხრის, სხივის იდაყვისა და მტევნის ძვლებისაგან.
     ბ)მხრის,სხივის,იდაყვის და მტევნის ძვლებისაგან
    გ)ლავიწის,მხრის,იდაყვის და მტევნის ძვლებისაგან.
24.მტევნის ძვლები წარმოქმნილია:
    ა)მაჯისა და ფალანგებისაგან
   ბ)მაჯის ,ნებისა და ფალანგებისაგან
  გ)ნებისა და ფალანგებისაგან
25.ქვედა კიდურის თავისუფალი ნაწილი წარმოქმნილია:
    ა)თეძოს, ბარძაყის,დიდი წვივისა და ტერფის ძვლებისაგან
   ბ)მენჯის,ბარძაყის დიდი და მცირე წვივის ძვლების და ტერფის ძვლებისაგან.
  გ)ბარძაყის,დიდი და მცირე წვივისა და ტერფის ძვლებისაგან
26.ტერფის ჩონჩხი წარმოქმნილია:
   ა)უკანა ტერფის,წინა ტერფისა და ფალანგებისაგან
  ბ)უკანა ტერფისა და ფალანგებისაგან
  გ)წინა ტერფისა და ფალანგებისაგან
27.ადამიანის ორგანიზმში დაალოებით:
     ა)400-მდე კუნთია           ბ) 600-მდე კუნთია      გ)700-მდე კუნთია
28.გულმკერდის ღრუს მოცულობის გაზრდა ხორციელდება:
     ა)შიგა ნეკნთაშორისი კუნთების შეკუმშვითა და დიაფრაგმის მოდუნებით
    ბ) ნეკნთაშორისი კუნთებისა და დიაფრაგმის შეკუმშვით
   გ)ნეკნთაშორისი კუნთებისა და დიაფრაგმის მოდუნებით
29.გულმკერდის ღრუს მოცულობის შემცირება განპირობებულია:
    ა)შიგა ნეკნთაშორისი კუნთების შეკუმშვითა და დიაფრაგმის მოდუნებით
    ბ) ნეკნთაშორისი კუნთებისა და დიაფრაგმის შეკუმშვით
   გ)ნეკნთაშორისი კუნთებისა და დიაფრაგმის მოდუნებით
30.სინერგისტი ეწოდება კუნთებს რომლებიც:
   ა)მიმაგრებულია სხვადასხვა ძვლებთან
  ბ)ასრულებენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებას
  გ)კუნთები რომლებიც ასრულებენ მოქმედებას ერთი მიმართულებით
31.ანტაგონისტები ეწოდება კუნთებს რომლებიც:
      ა)მიმაგრებულია სხვადასხვა ძვლებთან
     ბ)ასრულებენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებას
     გ)კუნთები რომლებიც ასრულებენ მოქმედებას ერთი მიმართულებით
32.მიმიკური კუნთების თსვისებურებაა:
     ა)სწრაფი შეკუმშვის უნარი
    ბ)ერთი ბოლოთი ისინი ემაგრებიან ძვლებს და მეორეთი კი სახის კანს
   გ)ორივე ბოლოთი ემაგრებიან ძვლებს.
33.ძირითად კუნთებს რომლებსაც მოჰყავს მოძრაობაში წინამხარი არის:
    ა)ორთავა და სამთავა კუნთები
   ბ)ორთავა, სამთავა და მკერდის კუნთები
   გ)ორთავა ,სამთავა და დელტისებური კუნთები
34.მხრის სახსარში მოძრაობა ძირითადად განპირობებულია შემდეგი კუნთების შეკუმშვით:
    ა)დელტისებური,მკერდის დიდ და ზურგის უგანიერესი კუნთის შეკუმშვით
   ბ)დელტისებური და ზურგის ღრმა კუნთების შეკუმშვით
   გ)მკერდის დიდი,ტრაპეციული და ზურგის უგანიერესი კუნთის შეკუმშვით
35.მენჯ-ბარძაყის სახსარში მოძრაობას განაპირობებს შემდეგი კუნთების შეკუმშვა
   ა)თეძო-წელის და დუნდულა კუნთები ,აგრეთვე ოთხთავა კუნთი
  ბ)თეძო-წელის და დუნდულა კუნთები
  გ)დუნდულა და თერძის კუნთი
36.ყველა ტიპის კუნთოვანი ქსოვილი  წარმოქმნილია;
   ა) ეკტოდერმიდან     ბ)ენტოდერმიდან     გ)მეზოდერმიდან
37.ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილისათვის დამახასიათებელია:
  ა)უნებლიე,სწრაფი შეკუმშვა და დიდი რაოდენობით ენერგია და ჟანგბადი
  ბ)ნებითი მოქმედება , სწრაფი შეკუმშვა და დიდი რაოდენობით ენერგია და ჟანგბადი
გ)უნებლიე მოქმედება. სწრაფი დაღლა
38.გლუვი კუნთების თავისებურებაა:
     ა)უნებლიე მოქმედება,რიტმული და ნელი შეკუმშვა,ნაკლები ენერგიის მოხმარება
     ბ)სწრაფი და ნებითი შეკუმშვა .უჟანგბადო პირობებში მუშაობა
    გ)უნებლიე,სწრაფი შეკუმშვა და დიდი რაოდენობით ენერგია და ჟანგბადი


Комментариев нет:

Отправить комментарий