სსიპ ქ.ქუთაისი
N13 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების
მასწავლებლის მაია წიქორიძის პორტფოლიო
მე, მაია წიქორიძე,დიდი და ტრადიციული ოჯახის დიასახლისი,სამი
შვილის დედა,ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გახლავართ.დავიბადე გასულ
საუკუნეში, 1975 წლის
9 იანვარს ,როგორც მაშინ იტყოდნენ, მოსამსახურის ოჯახში.საბჭოთა სკოლაში სწავლისას
დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე,პირველ რიგში, ვისწავლე სხვადასხვა ეროვნების
ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან ეფექტური კომუნიკაცია.მოსწავლეობის პერიოდშივე ავირჩიე
პროფესიად მასწავლებლობა.თითქოს ქვეცნობიერად ვცდილობდი მომერგო ეს როლი და ამ არჩევანს არ ვნანობ
,პირიქით, ვფიქრობ,რომ ჩემს ცხოვრებაში
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე ,როდესაც ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლა
გადავწყვიტე.რატომ ავირჩიე მაინცადამაინც
ბიოლოგია ?
განსაკუთრებულია
სკოლის როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში.ბიოლოგიის კაბინეტი ყველაზე ლამაზი,ყველაზე
მწვანე და ყველაზე შემოქმედებითი ადგილი იყო მთელს სკოლაში.შემიყვარდა საგანი,რომელმაც
ჩემი მომავალი პროფესია განსაზღვრა.
ოცდამეშვიდე
წელია სკოლაში ვმუშაობ,ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან. საქართველოს
უახლესი ისტორიის ამ მონაკვეთში მასწავლებლობა არაპოპულარულ,არანაზღაურებად პროფესიათა
რიცხვს მიეკუთვნებოდა.მაგრამ ის განცდა, რომელიც პირველ გაკვეთილზე შესვლამ გამოიწვია
,საგზლად გამყვება მთელი ცხოვრება და კარიერული წინსვლისათვის ყოველი წინგადადგმული
ნაბიჯის მამოტივირებელი იქნება.ამ არცთუ ისე მცირეპედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში
მუდმივად ვცდილობდი ფეხი ამეწყო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისათვის,არ
გამომეტოვებინა არც ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა,ვცდილობდი თითოეული მათგანი გამოწვევად
მიმეღო.სწორედ ამიტომ 2010 წელს დაანონსებულ პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდაზე
დაუფიქრებლად გავედი და წარმატებულადაც ჩავაბარე.საგნის გამოცდაც პირველივე წელს,2011–ში
ჩავაბარე და საუკეთესო შედეგების ოცპროცენტიანი მაჩვენებლის სიაშიც მოვხვდი.თბილისში
ჩავაბარე კიდევ ერთი გამოცდა,რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიულ
ნაწილს ეხებოდა.ჩემი აზრით ,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიული ნაწილის
გამოცდა ყველაზე საინტერესო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა საჭიროებაზე
მორგებული იყო, ამიტომაც მისი გაუქმება არასწორად მიმაჩნია.
ამის შემდეგ,იყო
ძალიან საინტერესო წლები როდესაც მასწავლებელთა კორპუსი სქემის მარათონში ჩაება.ეს
იყო ჩემთვის არა მარტო შემოქმედებითი და პროფესიული,არამედ პიროვნული ზრდის პერიოდი.ჩემს
სკოლაში ფასილიტატორი ვიყავი.აღმოვაჩინე ,რომ მე შემეძლო არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი კოლეგების კარიერული წინსვლის
თანაზიარი გავმხდარიყავი.ჩემი და
ჩემი კოლეგების ყოველდღიური ყოფა–ცხოვრება ერთი შეხედვით დატვირთული იყო სხვადასხვა
ტიპის ქმედებებით,რომლებიც ზოგჯერ მოსაბეზრებელიც კი ხდებოდა ,მაგრამ იყო ჟინი
შეუცნობელის შეცნობისა,ახლის შესწავლისა და საკუთარ თავში ახალი თვისებებისა და
უნარების აღმოჩენისა. კოლექტივის დიდი ნდობის მაჩვენებელი იყო ის, რომ შემარჩიეს სქემის ფასილიტატორად.ეს ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა
იყო ჩემთვის,ვფიქრობ, ლიდერობის სურვილი მავალდებულებს კიდეც ჩემი ქმედებებით დავეხმარო თანამშრომლებს განვითარებაში და მივცე იმის შესაძლებლობა,რომ
შეძლონ სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.ამიტომ სქემის ფარგლებში დავგეგმე შემდეგი
აქტივობები.უპირველესად მოვაწყე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები,რომლებზეც განვიხილეთ
კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.ამ შეხვედრებმა მასწავლებლებს
მოუხსნა ერთგვარი შიში იმისა,რომ სქემა იქნებოდა მათთვის დიდი დაბრკოლება. ყველა ჩემმა
თანამშრომელმა იცის, რომ მათი პროფესიული წინსვლა არ არის მიუღწეველი მწვერვალი და
ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით, თუკი ამის საჭიროება იქნება.ფაქტობრივად,ფასილიტატორობის პერიოდში
საჭირო იყო და ვალდებულიც ვიყავი გავცნობოდი განათლების სისტემაში
მიმდინარე სიახლეებს,თვალი მედევნებინა ოფიციალური დოკუმენტაციისათვის,ამიტომ
ხშირად მიწევდა ინფორმაციის მოძიება მასწავლებეთა სახლისა და განათლების
სამინისტროს ვებგვერდებიდან.მასწავლებელთა სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა
ინფორმაცია „ტრენერთა სკოლის“ შესარჩევი კონკურსის შესახებ.რა თქმა
უნდა,დავრეგისტრირდი.ძალიან გავიხარე,როდესაც შესარჩევი ტურის ყველა ეტაპი გავიარე
და ტრენერთა სკოლაში მოვხვდი.“ტრენერთა სკოლა“ ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი გახდა
შემდეგი ნაბიჯების გადაგმის თვალსაზრისით.ეს არ იყო მხოლოდ ახალი გარემო,ან ახალი
ადამიანები,არამედ ტრენერთა სკოლის ტრენინგები იყო ინფორმაციულად
გაჯერებული,შემოქმედებითად მდიდარი,ხარაჩოსავით აწყობილი მექანიზმი, რომელმაც ფაქტობრივად
ახალი შეხედულებები ჩამომიყალიბა სასწავლო პროცესის მიმართ,სიღრმისეულად დამანახა
რეფორმირების პროცესის საჭიროება,ფაქტობრივად მკაფიოდ მიმანიშნა, თუ რა როლი
უჭირავს მასწავლებელს ამ პროცესში.მასწავლებელი,რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო
ავტორიტეტი, რომელიც ყველა შემთხვევაში მართალი იყო,წარმოჩინდა როგორც მოსწავლის
უფროსი მეგობარი,რომელმაც შესაძლებელია გარკვეულ სიტუაციაში მოსწავლის როლიც კი მოირგოს
საერთო წარმატების მიღწევად.ტრენერთა სკოლის აქტივობების დასრულების შემდეგ
მომენიჭა ტრენერთა სკოლა2.jpg ტრენერთა სკოლა 1.jpg
მალევე მონაწილეობა მივიღე ამერიკის საელჩოს
მიერ გამოცხადებულ ფულბრაითის პროგრამის კონკურსში.რეკომენდაცია სკოლის მაშინდელმა
დირექტორმა ვლადიმერ გედენიძემ მომცა.რეკომენდაციის შინაარსმა კიდევ უფრო მეტი
პასუხისმგებლობა დამაკისრა არა მარტო
საკუთარი თავის ,არამედ ჩემი კოლეგების წინაშე.
ფულბრაითის პროგრამის დასკვნით ეტაპამდე გასაუბრებაზე
გავედი,სამწუხაროდ, ენობრივი ბარიერის გამო ფინალურ ეტაპს გამოვეთიშე,ჩემი ინგლისური
ენის კომპეტენციები არ იყო საკმარისი სტაჟირების პროცესის გაგრძელებისათვის ამერიკაში.ამის
შემდეგ კიდევ ბევრი კონკურსი თუ აქტივობა იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი
იყო „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტი.თემა :“ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა
მოზარდებში“ამ პროექტით მივიღეთ სკოლაში პრინტერი სკანერითა და ქსეროქსით,რითაც ძალიან
გავიხარეთ და ფაქტობრივად ყველაზე საჭირო ნივთი მივიღეთ.“თავისუფალი გაკვეთილების შესახებ
ყველა ინფორმაცია დევს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
2019 წელს მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ბიოლოგიასა
და ბუნებისმეტყველებაში.
როდესაც ფანჯრებს მიღმა ოცდამეერთე საუკუნეა,ადამიანი
და მით უფრო მასწავლებელი თავისდაუნებურად ფიქრობ,რომ შენ ვალდებული ხარ არამც თუ არ
ჩამორჩე არსებულ რეალობას,არამედ პირიქით წინასწარ განჭვრიტო ბევრი რამ.ოცდამეერთე
საუკუნე საბუნებისმეტყველო საგნების საუკუნედაა მიჩნეული,რადგან, აქტუალობიდან გამომდინარე,
სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნები ახალგაზრდას აღჭურავს
იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით,რომლებიც მას საშუალებას მისცემს ,ალღო აუღოს კაცობრიობის
სწრაფ პროგრესს,გამოიყენოს თანამედროვე საბუნებიმეტყველო მეცნიერების მიღწევები,გახდეს
საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.აქედან გამომდინარე უდიდესი მნიშვნეობა აქვს საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა პედაგოგებს შორის ერთმანეთის პრაქტიკისა თუ გამოცდილების გაზიარებას.როგორ
ვასწავლოთ საბუნებისმეტყველო საგნები ისე,რომ მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი
სამყაროს კვლევის,სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ?როგორ მიაწოდოს მასალა პედაგოგმა
ისე ,რომ მოსწავლეს განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული უნარ–ჩვევები?რა
ტიპის აქტივობებს მიანიჭოს უპირატესობა მასწავლებელმა,რომ მოსწავლემ გააცნობიეროს სამყაროში
მიმდინარე პროცესების ერთიანობა?როგორ წარიმართოს სასწავლო პროცესი ისე,რომ მოსწავლეს
ჩამოუყალიბდეს გარემომცველსამყაროზე ზრუნვის უნარ–ჩვევები?რა ტიპის სწავლებით დავეხმაროთ
მოსწავლეს,რომ მან გააცნობიეროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში?როგორ
დავაბალანსოთ სწავლება ინდუქციური და დედუქციური სწავლებით ისე,რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს
კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარი?ამ და სხვა ბევრ აქტუალურ საკითხზე იყო
საუბარი მასწავლებელთა კონფერენციაზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე:“ბიოლოგიის მასწავლებელთა გამოცდილების
გაზიარება თანამშრომლობისათვის“.კონფერენცია განხორციელდა სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა
პროფესიული განვითარების ცენტრის“მიერ. საგრანტო პროექტის „საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობით–კულტურული გაძლიერება
და პროფესიული განვითარების ფარგლებში“.ამ კონფერენციაზე მომხსენებელი ვიყავი
და წარმოდგენილი მქონდა თემა :“მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვა და განხორციელება
ბიოლოგიის გაკვეთილზე“.კონფერენციის სერტიფიკატი იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:"ბიოლოგიის მასწავლებეთა გამოცდილების გაზიარება
თანამშრომლობისათვის"კონფერენცია
კონფერენცია
ბიოლოგიის
მასწავლებელი
გამოცდილების
გაზიარება.pptx
ვარ ჩემი სკოლის პირველადი პროფკავშირული
ორგანიზაციის თავმჯდომარე,ამიტომ შეხება მაქვს სკოლის თითქმის ყველა
პედაგოგთან.ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ჩემს სკოლას ამ უძველეს
ორგანიზაციაში ,რომლის ისტორიაც რამდენიმე ათეულ წელზე მეტს ითვლის.შემიძლია ჩემი
თანამშრომლების გასაჭირისა და პრობლემების მოსმენა და მათთვის სათანადო დახმარების
გაწევა.
როგორც ცნობილია, მასწავლებელთა კორპუსი აქტიურად
არის ჩართული კარიერული წინსვლის სქემაში,
მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, წინაპართა ნაანდერძევი ეს ანდაზაც
გვაფიქრებინებს,რომ წარმატებას მარტო ვერ მიაღწევ ,თუ გუნდმა ხელი არ შეგიწყო.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვინ დგას შენ გვერდით,ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა
წარმატებული ნაბიჯი კარიერაში ჩემი კოლეგების დამსახურებაცაა.მე ყოველთვის ვგრძნობ
მათ მხარდაჭერას ყველა წამოწყებაში.ამან კიდე უფრო დიდი სტიმული მომცა ,არ დავჯერდე მიღწეულს , განვვითარდე და გავუზიარო გამოცდილება
სხვებსაც.სქემამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ
თითოეული ჩვენგანის განვითარება სკოლის განვითარების
პირდაპირპროპორციულია.ამიტომაც მე ,როგორც ჩემი კოლეგების ფასილიტატორი,
მუდამ იმის ფიქრში უნდა ვიყო, თუ როგორ შევუწყო
ხელი ჩემს თანამშრომლებს წარმატების მიღწევაში.
ბოლო მიმდინარე პროექტი, რომელშიც ვღებულობ
მონაწილეობას, არის მასწავლებელთა სახლისა და მილენიუმის მიერ ორანიზებული
ტრენინგები STEM-ის საგნებში. რადგანაც კოლეგებთან
შედარებით ტრენერის გამოცდილება მეტი მქონდა ამ პროექტის ფარგლებშიც ფასილიტატორი
ვარ.ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის.რადგანაც ამ ეტაპზე
მევალებოდა მომეწყო სხვადასხვა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელთა შეკრება და სამუშაო
შეხვედრები.
არ
მქონდა იმის ილუზია,
რომ ეს
ადვილი იქნებოდა,კომუნიკაციის უნარი
და ადამიანთადმი კეთილგანწყობა დამეხმარა პედაგოგებთან ურთიერთობის დამყარებასა და ინდივიდუალირი მიდგომის შემემუშავებაში.შედეგად შევძელით ორი ძალიან საინტერესო
სამუშაო შეხვედრის მოწყობა, განვიხილეთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც
წამოიჭრება ხოლმე ჩვენს საქმიანობაში.
საბოოლოო ჯამში, ვფიქრობ,
ვარ ლიდერის თვისებების მატარებელი პიროვნება
დ შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტი ლიდერობა
ყველაზე რთული სამუშაოა მსოფლიოში.“
2022 წელს მონაწილეობა
მივიღეთ პოლონურ-ქართულ საერთაშორისო პროექტში „ნარკომანიიისა და ფსიქოაქტიური
ნივთიერებების პრევენციის პროგრამა მოზარდებში.კომპასი.2“პროექტი მხარდაჭერილი იყო
„ალკოჰოლური პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო სააგენტოდან“ და პოლონურ ფონდ
„პრაესტორნოს“ მიერ.
პრევენციული პროგრამა
„კომპასი 2.0“ წარმოადგენდა პროგრამა „კომპასის“ მოდიფიკაციას და იგი შეიქმნა
პოლონურ-ქართული პროექტის ფარგლებში, რომლის დასახელებაცაა:“ნარკომანიის საწინააღმდეგო
სისტემის მხარდაჭერა
საქართველოში“.პროექტის მიზანს წარმოადგენდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მოხმარების შეზღუდვა მოსწავლეებს შორის.საუბარია ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა:
თამბაქოს ნაწარმი,ალკოჰოლი და ნარკოტიკები.ეს პროექტი წარმოადგენდა ფაქტობრივად
უნივერსალურ პროგრამას, რომელიც 13-15 წლის მოსწავლეებზე იყო გათვლილი.პროგრამა
შედგებოდა ათი 45-წუთიანი გაკვეთილისაგან,გაკვეთილები ინტერაქტიური ფორმით
ტარდებოდა .მოსწავლეებთან მუშაობისას ძირითადი გამოყენებული მეთოდები იყო:
დისკუსიები პატარა ჯგუფებში,გონებრივი იერიში,ჯგუფური ამოცანების
შესრულება,სავარჯიშოები წყვილებში ან ინდივიდუალურ რეჟიმში,ვიქტორინები და
საინტეგრაციო თამაშები;პროგრამა, აგრეთვე ,ითვალისწინებდა
ბავშვების მშობლების ან/და მეურვეების ჩართულობას, რაც ხორციელდება მშობლებისათვის
მოწყობილი შეხვედრების ფორმით,მშობლებისა და ბავშვების მიერ დავალებების ერთობლივი
შესრულებით და მშობლებისათვის საგანმანათლებლო მასალების დაგროვებით.ამ პროექტის
საუკეთესო გამოვლინება იყო ის, რომ ფაქტობრივად მოწოდებული იყო ყველა საჭირო
რესურსი, როგორც განმახორციელებელთა სახელმძღვანელოს ,ასევე მოსწავლის რვეულისა და
მშობლების სახელმძღვანელოს სახით.პროგრამა ეყრდნობოდა ვერიფიცირებულ სამეცნიერო
თეორიებს, რომლებიც გვიხსნიდნენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების
წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებს.უპირველეს ყოვლისა,გამოიყენეს შემდეგი
თეორიული მოდელები:პრობლემური ქცევების თეორია,სოციალური დასწავლის თეორია და დასაბუთებული ქმედებების თეორია.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის
ყველა გაკვვეთილში,დიდი მონდომებით მოვამზადეთ ფინალური შეხვედრა.
ყოველი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეთა მიერ
შექმნილი რეფლექსიები მაძლევს იმის
საშუალებას, ვირწმუნო რომ ეს ბავშვები
არსოდეს გახდებიან სიტუაციის მსხვერპლი და ყოველთვის შეძლებენ მიიღონ
გადაწყვეტილებები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ისე, რომ არ დააზიანონ
სხვისი ინტერესები და არ მოექცნენ გავლენის ქვეშ.პროექტის შესახებ ყველა
ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.პოლონური პროექტი polski proe
2022 წლის იანვარში მონაწილეობა მივიღე
ქართულ-დანიური თანადგომისა და პარტნიორობის პროექტში „სკოლისა და განათლების
პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“.ეს პროექტი
ორგანიზებული იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ეგიდით.სპმთპ-ის
დანიურ-ქართული პროექტში ჩართული იყო საქართველო 13 სკოლის 24 მასწავლებელი.2017
წლიდან GL-სა და სპმთპ-ის პარტნიორობისა და თანადგომის პროექტის ფარგლებში,დანიის
სკოლების ექსპერტ-მასწავლებლები,საქართველოს სკოლების მასწავლებლებს აქტუალურ და
მნიშვნელოვან გამოცდილებებს უზიარებდნენ.საინტერესო და პროდუქტიული არმოჩნდა
რეგიონალურ სემინარზე დასწრება,რომელიც გაიმართა ქ.წყალტუბოში,სამუშაო თემა
გახლდათ-„წერითი-შემაჯამებელი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება:ტრენერმა
გაგვიზიარა დანიური გამოცდილება,სხვადასხვა აქტივობები,რომლებიც ინტენსიურად
დავგეგმე კლასებში,საბაზო საფეხურზე,ხოლო ადაპტირებული ვარიანტი დაწყებითზეც,ამ
ყოველივემ შემოიტანა სიახლე და სწავლისადმი ინტერესი ჩემს მოსწავლეებში.საბაზო
საფეხურზე დანერგილმა აქტივობებმა საშუალება მომცა, დამეგეგმა გაკვეთილი-კონფერენცია.გაკვეთილი-კონფერენციის
თემა იყო:“გუშინ,დღეს,ხვალ“-ანუ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების მნიშვნელობა
ადამიანის ყოფა–ცხოვრებაში.ამ გაკვეთილის შესახებ ყველა ინფორმაცია და მოსწავლეთა
ნაშრომები იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:konferencia bioteqnologiebi
ფაქტობრივად ამ გაკვეთილზე ჩვენ დავნერგეთ დანიური
პროექტის მიხედვით ინფორმაციის მოძიების განსხვავებული ხერხი და ვისწავლეთ პრეზენტაციის შექმნა.პანდემიამ
გამოიწვია პროექტის შეჩერება,ხოლო განახლება შესაძლებელი გახდა მიმდინარე წლის
იანვარში.პროექტში ჩართულ პედაგოგთა შეკრება
მოხდა საწირის ბაზაზე და დანიელმა ექსპერტებმა გაგვიზიარეს მნიშვნელოვანი
ცოდნა,ინფორმაცია დემონსტრაციის გზით.
დანიურ -ქართულ პროექტში მიღებული ინფორმაციის
კოლეგებისადმი გადაცემა შემაჯამებელ სემინარზე ანგარიშის წარმოდგენა ,შესრულებული
სამუშაოს შესახებ.თუ როგორ მოვაერხე მიღებული ცოდნა-გამოცდილების დანერგვა და
კოლეგებისთვის გაზიარება ჩემს სკოლაში.დანიური პროექტით მიღებული გამოცდილება
გავუზიარე ჩემს კოლეგებს სკოლაში სამუშაო შეხვედრაზე.პროექტის
დასრულების შემდეგ მივიღე სერთიფიკატი,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე.
დანიური პროექტის ფარგლებში განვახორციელე კიდევ
ერთი აქტივობა,რომლის თემატიკაც იყო:“როგორ ხდება ინფორმაციის გავრცელება
საზოგადოებაში“.ეს იყო არასტანდარტული ფორმის გაკვეთილი.სამიზნე ჯგუფი იყო მეათე
კლასი.გაკვეთილის მიზანი იყო, ბავშვებს დაენახათ როგორ ხდება ინფორმაციის
გავრცელება საზოგადოებაში და მისი დამახინჯება ამ დროს.
პანდემიის პერიოდი და სწავლების ონლაინ ფორმატზე
გადასვლა იყო ძალიან დიდი გამოწვევა მასწავლებელთა კორპუსისათვის.საჭირო იყო
საერთოდ განსხვავებული ტიპის რესურსების მოძიება,საინფორმაციო კომუნიკაციებში
კომპეტენციების დახვეწა ,ზოგჯერ საერთოდ ახალი ინფორმაციის შესწავლა, რათა ეკრანს
მიღმა მყოფ მოსწავლეებს არ დაზარებოდათ გაკვეთილებზე შემოსვლა,მიმეწოდებინა
მათთვის საგაკვეტილო ინფორმაცია ისე, რომ ხელმისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო
მათთვის.ამის საკუთარი ძალებით გამკლავება რთული იქნებოდა და ამიტომ ფეისბუქზე
შევქმენი ბიოლოგების ჯგუფი „გვირილა“,რომელშიც ყველა მსურველ მასწავლებელს შეეძლო
გაწევრიანება.ჯგუფში ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას ,რესურსებს,ფაქტობრივად
ამ ჯგუფის არსებობამ ძალიან გამოადვილა მუშაობა მეც და ბევრ ჩემსკოლეგასაც.აქ
აქტიურად იტვირთებოდა პრეზენტაციები,ვიდეორგოლები,შემაჯამებელი დავალებების
მასალები და სხვა.ინფორმაცია ამ გვერდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ
მისამართზე:https://www.facebook.com/groups/673061713532685
თუ განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს
ყურადღებით გადავხედავთ და გავაანალიზებთ,შეიძლება გამოვკვეთოთ რამდენიმე ასპექტი,
რომელიც სწავლა -სწავლების პროცესის ეფექტურობის განმსაზღვრელია. მოსწავლის
წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია მისი ოჯახური გარემო,სასკოლო
პროგრამები,მოსწავლეების სწავლი პროგრესის მონიტორინგი,მოსწავლეთა ჩართულება
სხვადასხვა ინტერაქტიურ აქტივობებში, როგორებიცაა: სიმულაციური
თამაშები,დებატები,დისკუსიები თუ პროექტები.ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
თანახმად:“ბ)ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:მოზარდმა უნდა
იცოდეს ,რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს,რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს
ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ,როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;“
თუ ჩვენ მიზნად გვაქვს სწორედ ასეთი უნარების
ჩამოყალიბება მოზარდებში, მაშინ აუცილებელია მათ პერმანენტულად შევთავაზოთ ისეთი
აქტივობები ,რომელიც გაუღვივებთ მაღალ
მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და თვითშეგნებას.
2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მე ჩავატარე
არაერთი აქტივობა ,რომელიც ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური
გამოყენების პრობლემებს ეძღვნებოდა.ყველა აქტივობის ჩამოთვლა აქ უადგილოდ მიმაჩნია,
გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმეს. უპირველესად აღვნიშნავდი კვირეულს ,რომელიც დედამიწის
დღეს მივუძღვენით. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლასში პროექტების
დასკვნითი აქტივობები განვახორციელეთ,ხოლო კვირის ბოლოს ჩავატარეთ დებატები,რომელიც წარიმართა, როგორც სასკოლო
აქტივობა, ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში.
პირველი დღეს ჩატაედა სასწავლო პროექტის
პრეზენტაცია თემაზე:“ენერგოეფექტურობა და მისი მნიშვნელობა“.მოსწავლეებმა
წარმოადგინეს პრეზენტაციები იმის შესახებ თუ რატომ არის აუცილებელი ენერგიის
დაზოგვა ყოველდღიურ ცხვორებაში.მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციები
საინტერესოდ იყო ინტერპრეტირებული,იგრძნობოდა საკითხის ღრმა გააზრება,ფაქტობრივად
ყველა პრეზენტატორს შეეძლო თავისი მოსაზრება გამოეთქვა ენერგოეფექტურობის საკითხზე
,მის მნიშვნელობაზე.ქვემოთ ,წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც ამ
აქტივობისას გადავიღეთ:
კვირეულის მეორე დღის ჩატარდა პროექტის „ძველი ქალაქის
ეკოლოგების“დასკვნითი აქტივობის პრეზენტაცია.პროექტი ეხებოდა ქ.ქუთაისისა და მისი
შემოგარენის ეკოლოგიურ მდგომარეობას.აგრეთვე ,მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქუთაისსა
და მის შემოგარენში არსებული ჰიდროელექტროსადგურების შესახებ, იმის შესახებაც თუ
რა გავლენა მოახდინა ამ ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირებამ ქალაქისა და მისი
შემოგარენის მიკროკლიმატზე.სასწავლო პროექტ“ძველი ქალაქის ეკოლოგების“ გეგმა,რეფლექსია და მოსწავლეთა მიერ შექმნილი
რესურსები შეგიძლიათ იხილოთ აქ.ქვემოთ წარმოდიგენთ დასკვნითი კონფერენციის ფოტომასალას.
როგორც ეროვნული სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, სასკოლო
განათლებაში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში,რომლებიც საშუალებას
მისცემთ მათ ღრმად გაიაზრონ სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა და შეძლონ ამ ცოდნის
პრაქტიკული გამოყენება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, სასკოლო
განათლებამ მოზარდს უნდა ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების ,ახალი ცოდნისა და ჩვევების
დამოუკიდებლად შეძენის უნარი,რათა მან შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი
მიდრეკილებების ადეკვატური განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი
ადგილის დამკვიდრება.ამ მიზნებისა და ამოცანების გადასაჭრელად გადავწყვიტეთ საბუნებისმეტყველო
საგნების კათედრის სამმა პედაგოგმა ,შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისათვის ისეთი აქტივობა
,რომელიც იქნებოდა მათთვის არამარტო ინფორმატიული,არამედ სახალისო და შეძლებდნენ საკუთარი
ცოდნის პრაქტიკულად რეალიზებას.აქედან გამომდინარე, წინამდებარე
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს:
·
ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მოსწავლეების
მიერ შეძენილი ცოდნის ახლებურად გააზრებას
·
კრიტიკული აზროვნების განვითარებას ორი მიმართულებით:
პირველი ის, რომ მოსწავლეებმა პირდაპირ არ მიიღონ ისეთი ფაქტები,რაც მათთვის უტყუარ
ჭეშმარიტებას წარმოადგენს და, მეორე, ისინი ეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს თეორიული ცოდნის
რეალიზების მიმართულებით.
·
პროექტით დაგეგმილი აქტივობების განხორცილებით მოსწავლეებს
განუვითარდებათ ერთმანეთთან თანასწორი ურთიერთობის,ურთიერთპატივისცემის და ეფექტური
კომუნიკაციის უნარები;
·
გაიფართოვებენ თვალსაწიერს როგორც გლობალური,ასევე ლოკალური
ეკოლოგიური პრობლემატიკის შესახებ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა მრავალფეროვანი რესურსები:კედლის
გაზეთები,ფლაერები,ელექტრონული პრეზენტაციები.მიმდინარე შეხვედრებზე ხდებოდა მოსწავლეთა
მიერ წარმოდგენილი მასალების შუალედური მონიტორინგი,ინფორმაციების ანალიზი და აზრების
გაზიარება.შუალედური მონიტორინგის ერთ-ერთ შეხვედრაზე,მოსწავლესბმა შემოგვთავაზეს იდეა,რომ მოგვეწყო დასკვნითი ღონისძიების სახით კონფერენცია
ეკოლოგიურ თემატიკაზე.თარიღად შეირჩა 22 აპრილი.ცნობილია,რომ ამ დღეს აღინიშნება „დედამიწის
დღე“.კონფერენციის თემატიკა არ ითვალისწინებდა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების განხილვას.
გადაწყდა ,რომ ვისაუბრებდით იმ საკითხებზე ,რომლებიც უშუალოდ ჩვენს ქალაქსა და მის
შემოგარენს ეხებოდა.რა თქმა უნდა, ეს პროექტის ზოგადი თემატიკიდანაც გამომდინარეობდა.მოსწავლეების
მიერ წარმოდგენილი ყველა პრეზენტაცია იყო საკმარისად ინფორმატიული, საკითხები სრულად
მიმოხილული და გაანალიზებული. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე საუბრობდნენ თავისუფლად,უკომპლექსოდ,ზეპირი
კომუნიკაციით.მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო დამაჯერებელი და საინტერესო,მოიცავდა
მკაფიო თვალსაჩინო მასალას.
კვირეულის შემდეგი დღის დასამახსოვრებელი პროექტი იყო აგრეთვე:“ჩემი სკოლის
ეზო“პანდემიის შემდეგ ეს აქტივობა ყველაზე სახალისოდ მოეჩვენა მოსწავლეებს, რადგან
ჩვენ გადავწყვიტეთ სკოლის ეზოს ნარგავებით გაფერადება,ეს ერთგვარ მაპროვოცირებელი აქტივობად
იქცა სხვა ჯგუფებისათვისაც და ისინიც ჩაებნენ ნარგავების დარგვის საქმეში,კერძოდ, კავკასიური სოჭის გადარჩენის
აქციაში,რომელიც გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ დაანონსებული პროექტიც არის.ამის
შესახებაც მინდა წარმოგიდგინოთ ფოტომასალა:
მინდა ასევე გაგიზიარო,ნარგავების დარგვის აქციაში
ჩართული სხვა ჯგუფის მოსწავლეები,რომლებმაც თავიანთი ძალებით მოიძიეს ნარგავები და
აიტაცეს ჩვენი სკოლის ეზოს გახალისების იდეა.ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო
,რადგან ბავშვებმა დაინახეს რომ კეთილი საქმე გადამდებია და მათი ქმედება მისაბაძი
გახდა უფროსკლასელებისათვის.
კვირეულის შემდეგი დღის აქტივობა იყო
მეოთხეკლასელების მიერ შექმნილი წითელი წიგნი.ბავშვებს წინასწარ გავაცანი როგორი
არის წითელი წიგნის სტრუქტურა,მოსწავლეებმა შექმნეს წითელი წიგნი თავიანთი
ძალებით.თანაც მათ მიერ შექმნილი წითელი წიგნი არ არის ერთჯერადად გამოსაყენებელი,არამედ
ის შეიძლება სხვადასხვა კლასებშიც
გამოიყენონ პედაგოგებმა.მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფში გვყავს სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე.მას შეუძლია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის
იდენტიფიცირება ილუსტრაციების დახმარებით.ამიტომ ამ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში
ჩასართავად მომზადებული მქონდა დიდაქტიკური მასალა.ეს იყო სხვადასხვა ცოცხალი
ორგანიზმის ილუსტრაცია,რომელთა იდენტიფიცირება მან შეძლო და სპეცმასწავლებლისა და
ჩემი დახმარებით ამ ცოცხალ ორგანიზმებს მიუჩინა სათანადო ადგილი წითელ
წიგნში.გაკვეთილის გეგმა იხილეთ შემდეგ ელექტრონული მისამართზე:
გაკვეთილი
მეოთხე
კლასი
წითელი
წიგნი.docx
კვირეულის კულმინაცია იყო ჩვენი სკოლის სააქტო
დარბაზში ჩატარებული დებატები.რატომ ავირჩიეთ დებატების ფორმატი? დებატების
ფორმატით დასკვნითი აქტივობის განხორციელება განპირობებული იყო იმით, რომ ყველა
მონაწილე,ფლობდა დიდი რაოდენობით ინფორმაციას განსახილველი საკითხის ირგვლივ.ჩვენ
თემად ავირჩიედ მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის ირგვლივ
საუბარი,კერძოდ:“მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების“ამაღლების მიზნით,მდგრადი
განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთი მიზანი „დედამიწის ეკოსისტემები“.მინდა აღვნიშნო,რომ
ამას საკმაო მომზადება დასჭირდა.მოსწავლეებისათვის ეს აქტივობა არ იყო
ახალი,მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე რომ წესები განმეთავსებინა თვალსაჩინო
ადგილას და ასევე ზეპირადაც მესაუბრა მის შესახებ.მოსწავლეები აქტიურად ,მონდომებით,არგუმენტირებულად და დამაჯერებლად
გამოთქვამდენენ თავიანთ მოსაზრებებს.გვქონდა შექმნილი დედამიწის მოდელი,რომლის
ერთი მხარეც იყო გაფორმებული იმ ნარჩენებით, რომლებიც უმოწყალოდაა მიყრილ–მოყრილი
ჩვენ ირგვლივ და ადამიანის მოქმედების შედეგია.განვიხილეთ რა არსებული
სიტუაცია,ბავშვები აქტიურად შეეცადნენ,რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება თუ
როგორ უნდა ემოქმედა ადამიანს სიტუაცია
გამოსასწორებლად. შემოგთავაზებთ მოსწავლეების მიერ შექმნილ დებატების მოსაწვევს და
რამდენიმე ფოტოს არქივიდან.
შარშან დავიწყეთ და წელსაც გრძელდება
პროექტი „ეკოსკოლები საქართველოში“.დღეს ,სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში,ადამიანები
სულ უფრო მეტად სვამენ კითხვას „როგორ შევინარჩუნოთ სუფთა პლანეტა?“.თუ ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებს გადავხედავთ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:“ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა“.რა
თქმა უნდა ,ეს არ არის მარტივი და ადვილად მისაღწევი მიზანი.ხშირად მხოლოდ გაკვეთილზე
მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებისათვის დეკლარაციული ხასიათისა და ბავშვებს უჭირთ მისი
დაკავშირება რეალურ ყოფა–ცხოვრებასთან. თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის
აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც საშუალებას მისცემს მას ალღო აუღოს
კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს
საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს
აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს, როგორც პროფესიული
წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ. იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო
მეცნიერების სწავლამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს გაუჩნდეს
ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლებისას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელია
მოსწავლეს განუვითარდეს კვლევა-ძიებითი და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების
და გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევა. იმისათვის, რომ მოსწავლე ღრმად ჩასწვდეს
სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აუცილებელია თვითონ დააკვირდეს,
ჩაატაროს ექსპერიმენტი, შეაგროვოს მონაცემები და გაანალიზოს. ბუნებისმეტყველების სწავლებისას
ყურადღების გამახვილდება განწყობა-დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე,
კვლევა-ძიებისა და ცოდნის გამოყენებაზე.ეს არის, როგორც თანამედროვე პედაგოგიური მეთოდიკის,
ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნაც.
სასწავლო პროცესის დროს მიზნად დავისახე არაფორმალური გაკვეთილების ჩატარება, რომელიც დიდ შესაძლებლობას მაძლევს მოსწავლეებთან
მივიტანო ახალი ინფორმაციები და გავხადო დისკუსიის საგნად. სწორედ, ზემოთ ხსენებული
ინფორმაციია გახდა ჩემი მოსწავლეებისათვის გზამკვლევი მომავალი საქართველოს ბუნებისდაცვითი
ღონისძიების გამოხატვის საშუალებისა. ზოგიერთი მოსწავლე ნახატებით, სკოლის ეზოს განაშენიანებით, ესეების ჩანაწერებითა
და სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურა ბუნების მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცვის ღონისძიებებს.
ამ საქმიანობაში ჩართული იყოვნენ მშობლები, რომელთა წვლილი მნიშვნელოვანი იყო ნერგების
მოწოდებასა და მათ დარგვაში.
ამრიგად, ზემოთ
მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, თანამედროვეობის უპირველეს პრობლემად ისევ და
ისევ რჩება ისეთი ადამიანის აღზრდა, რომელსაც ექნება სწორად ფორმირებული
ეკოლოგიური მსოფლმხედველობა,რომელიც იქნება ორიენტირებული ჰუმანისტურ
ფასეულობებზე.
ჩვენი აზრით, მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლებისა და მოქალაქეობრივი
თვითშეგნების ფორმირების ხელშესაწყობად საჭიროა მათთვის განსხვავებული ცხოვრებისეული
რეალობების ამსახველი აქტივობების შეთავაზება.გადავწვიტე ,რომ ჩავრთულიყავით საერთაშორისო
პროექტში „ეკოსკოლები საქართველოში“.წინამდებარე პროექტით ჩვენი დაინტერესება განაპირობა
იმან,რომ არატირაჟირებული ,სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით მოსწავლეებში გავზარდოთ
ეკოლოგიური ცნობიერების დონე.თითოეულმა მათგანმა უნდა ირწმუნოს ,რომ ის პლანეტის სრულუფლებიანი
მოქალაქეა და ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ შეინარჩუნის საარსებო გარემოს
სისუფთავე,მისი ბიომრავალფეროვნება.გამოიმუშაოს ისეთი უნარ–ჩვევები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას
მისცემს ისე ,რომ ზიანი არ მიაყენოს გარემოს,შეინარჩუნოს
და დაიცვას ის.ეკოსკოლების პროგრამაში ჩართვით
მოზარდები მიიღებენ საჭირო ცოდნას ,გამოცდილებას და გამოუმუშავდებათ ისეთი დამოკიდებულებები,რომლებიც
გაუფართოებენ თვალსაწიერს, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური ეკოლოგიური პრობლემატიკის
შესახებ;გავაძლიერებთ მათ გარემოსდაცვით აქტივობას,რაც,
ერთი მხრივ, შეიძლება მაგალითად იქცეს თემისათვის და, მეორე მხრივ, დაეხმაროს მოზარდებს
საკუთარი პასუხისმგებლობის შეცნობაში.
ამ პროექტის ფარგლებში,პირველი
აქტივობა იყო ეკოკომიტეტის არჩევნების ჩატარება.არჩევნებისათვის ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია
ცეესკოს ერთ-ერთ თანამშრომელთან,რათა არჩევნები ჩაგვეტარებინა გამჭვირვალედ,რათა მოსწავლეებს
არჩევნების დემოკრატიულობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.
ცეესკოდან მოვიტანეთ გადასატანი ყუთი. დავბეჭდეთ ბიულეტენები და ჩავატარეთ არჩევნები.ქვემოთ
წარმოგიდგენთ ამ პროცესის ამსახველ ფოტომასალას:
ეკოსკოლების პროექტში არის შვიდსაფეხურიანი პროგრამა,რომლის
პირველი ეტაპი იყო სწორედ ეკოკომიტეტის არჩევნები,შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავაცანით მოსწავლეებს
ეკოსკოლების გზამკვლევი და სამუშაო თემატიკაც შევარჩიეთ.ეკოკომიტეტზე მსჯელობის შემდეგ
ავირჩიეთ საკითხი „კლიმატის ცვლილება“.საჭირო იყო ამ საკითხის ირგვლივ სასკოლო საზოგადოების
ცნობიერების დონის დიაგნოსტირება.ამიტომ მოსწავლეების მიერ განხორციელდა კვლევა.კვლევის
ყველა აქტივობა,განხორციელებული ინტერვენციები,ხედვები,რეკომენდაციები და მიდგომები
წარმოდგენილია კვლევის ანგარიშის სახით,რომელიც ატვირთულია ეკოსკოლების პროექტის თიმსის
პლატფორმაზე და ჩვენც ,საბუნებისმეტყველო კათედრის
თითოეულ პედაგოგს, გვაქვს ატვირთული საკუთარი უანდრაივის სივრცეში.ელექტრონულ მისამართს
ქვემოთ წარმოგიდგენთ:
კვლევა განხორციელდა წინასწარ მომზადებული კითხვარით,რომელიც
აიტვირთა სოციალურ ქსელში და გაზიარდა სკოლის გვერდზე.სულ აპლიკანტთა რაოდენობამ 142 იყო.კვლევის განმახორციელებელნი იყვნენ ეკოკომიტეტის
წევრი, მოსწავლეები. მე, როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელი, ვუწევდი მათ ფასილიტაციას.მოსწავლეებმა კითხვარის სტატისტიკური
მონაცემებიდან გამომდინარე გამოკვეთეს შემდეგი
მიგნებები: მიუხედვად იმისა,რომ სასკოლო საზოგადოება გარკვეულია კლიმატის ცვლილებების
საკითხებში,მაინც რთულია იმის განსაზღვრა კონკრეტულად რა ცოდნას ფლობენ ამ საკითხის
ირგვლივ.გამოიკვეთა ისიც,რომ რესპოდენტებმა აშკარად იციან კლიმატის ცვლილების უარყოფითი
გავლენების შესახებ,მაგრამ რთული სათქმელია გამოკითხულთა კონკრეტულად რომელი კატეგორია
ფლობს ამ ინფორმაციას.სტატისტიკურმა ანალიზმა მოსწავლეებს უჩვენა,რომ საზოგადოების
მხოლოდ მცირე ნაწილი დადის ფეხით ან ველოსიპედით.ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებენ.ეს
კი გავლენას ახდენს ატმოსფეროს მდგომარეობაზე და მოქმედებს კლიმატზე. ეკოკომიტეტის
კვლევის საფუძველზე შევქმენით სამოქმედო გეგმა ,რომელიც აგრეთვე ატვირთული გვაქვს ელექტრონულად
და წარმოგიდგენთ ელექტრონულ მისამართს აქვე.სამოქმედო გეგმა
სამოქმედო გეგმის უპირველესი აქტივობა იყო კლიმატის
ცვლილების საკითხის შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.ამ მიზნით
საჭიროდ ჩავთვალეთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლის,მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების
წევრები ჩაგვერთო ამ აქტივობაში. საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასში მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომების პრეზენტაცია.
ჩვენი სკოლის მესამე სართულზე.მოვაწყეთ ეკოსკოლის კუთხე.მონიტორინგის ჩასატარებლად
სკოლაში გვესტუმრა პროექტის „ეკოსკოლები საქართველოში“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი,რომელმაც
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები და განხორციელებული აქტივობები უმაღლესი მაჩვენებლით
შეაფასა და მოგვცა რეკომენდაცია ,რომ ასეთივე აქტივობითა და შემართებით გავაგრძელოთ
შემდეგი ეტაპიც ,რათა სკოლამ დაიმსახუროს მწვანე დროშა და პერსონალური მონაცემებით
აღინიშნოს საერთაშორისო ეკოსკოლების პროექტის რუკაზე.
მინდა
ასევე გაგაცნოთ ნარგავების დარგვის აქციაში ჩართული სხვა ჯგუფის
მოსწავლეები,რომლებმაც თავიანთი ძალებით მოიძიეს ნარგავები და აიტაცეს ჩვენი
სკოლის ეზოს გახალისების იდეა.ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო ,რადგან
ბავშვებმა დაინახეს, რომ კეთილი საქმე გადამდებია და მათი ქმედება მისაბაძი გახდა
უფროსკლასელებისათვის.
კვირეულის
შემდეგი დღის აქტივობა იყო მეოთხეკლასელების მიერ შექმნილი წითელი წიგნი.ბავშვებს წინასწარ გავაცანი წითელი წიგნის სტრუქტურა,მოსწავლეებმა შექმნეს
წითელი წიგნი თავიანთი ძალებით.თანაც მათი შექმნილი წითელი წიგნი არ არის მხოლოდ
ერთხელ გამოსაყენებელი,მისი გამოყენება სხვა მასწავლებლებსაც შეეძლებათ თავიანთ
გაკვეთილზე.მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფში გვყავს სპეციალური საჭიროების მქონე
მოსწავლე.მას შეუძლია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის იდენტიფიცირება ილუსტრაციების
დახმარებით. ამ მოსწავლის გაკვეთილის მსვლელობაში ჩასართავად მომზადებული მქონდა
დიდაქტიკური მასალა.ეს იყო სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის ილუსტრაცია,რომელთა
იდენტიფიცირება მან შეძლო და სპეცმასწავლებლისა და ჩემი დახმარებით ამ ცოცხალ
ორგანიზმებს მან მიუჩინა სათანადო ადგილი წითელ წიგნში.გაკვეთილის გეგმა იხილეთ
შემდეგ ელექტრონული მისამართზე:
გაკვეთილი მეოთხე კლასი წითელი წიგნი.docx
კვირეულის კულმინაცია იყო
ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარებული დებატები.რატომ ავირჩიეთ დებატების
ფორმატი?დებატების ფორმატით დასკვნითი აქტივობის განხორციელება განპირობებული იყო
იმით, რომ ყველა მონაწილე ფლობდა დიდი რაოდენობით ინფორმაციას განსახილველი საკითხის
ირგვლივ.მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად ავირჩიეთ მდგრადი
განვითარების ერთ–ერთი მიზანი"დედამიწის ეკოსისტემები".ადვილი არ ყოფილა
ამის მომზადება.მიუხედავად იმისა,რომ ეს აქტივობა ახალი არ იყო,მოსწავლეებს თვალსაჩინოდ
მივაწოდე წესები და ვესაუბრე კიდეც.
მოსწავლეები აქტიურად ,მონდომებით,არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გამოთქვამდნენ
თავიანთ მოსაზრებებს.დასკვნითი ნაწილისთვის ჩვენ გვქონდა შექმნილი დედამიწის
მოდელი,რომლის ერთი მხარეც იყო გაფორმებული იმ ნარჩენებით, რომლებიც უმოწყალოდაა მიყრილ–მოყრილი
ჩვენ ირგვლივ და ადამიანის მოქმედების შედეგია.განვიხილეთ რა არსებული სიტუაცია,ბავშვები
აქტიურად შეეცადნენ, დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება თუ როგორ უნდა ემოქმედა
ადამიანს სიტუაციის გამოსასწორებლად.
წარმოგიდგენთ მოსწავლეების მიერ შექმნილი დებატების მოსაწვევს და რამდენიმე ფოტოს
არქივიდან.
შარშან დავიწყეთ და წელს მიმდინარეობს
საერთაშორისო პროექტი „ეკოსკოლები საქართველოში“.დღეს ,სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში,ადამიანები
სულ უფრო მეტად სვამენ კითხვას „როგორ შევინარჩუნოთ სუფთა პლანეტა?“.თუ ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებს გადავხედავთ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:“ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა“.რა
თქმა უნდა ,ეს არ არის მარტივი და ადვილად მისაღწევი მიზანი,რომელიც მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში მოგვარდება.ხშირად გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებისათვის დეკლარაციული ხასიათისა და ბავშვებს უჭირთ მისი
დაკავშირება რეალურ ყოფა–ცხოვრებასთან. თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას
იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც საშუალებას მისცემს მას ალღო აუღოს კაცობრიობის
სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების
სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად,
რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს, როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე
საზოგადოების სასიკეთოდ. იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლამ დააკმაყოფილოს
აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს
კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ. საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლებისას,
თეორიულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელია მოსწავლეს განუვითარდეს კვლევა-ძიებითი და მათი
სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებისა და გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევა. იმისათვის, რომ მოსწავლე
ღრმად ჩასწვდეს სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აუცილებელია თვითონ დააკვირდეს, ჩაატაროს ექსპერიმენტი, შეაგროვოს მონაცემები
და გაანალიზოს. ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებებისა
და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, კვლევა-ძიებისა და ცოდნის გამოყენებაზე არის, როგორც
თანამედროვე პედაგოგიური მეთოდიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნაც.
სასწავლო პროცესის დროს მიზნად დავისახე არაფორმალური გაკვეთილების ჩატარება, რომელიც დიდ შესაძლებლობას მაძლევს მოსწავლეებთან
მივიტანო ახალი ინფორმაციები და გავხადო დისკუსიის საგნად. სწორედ, ზემოთ ხსენებული
ინფორმაციია გახდა ჩემი მოსწავლეებისათვის გზამკვლევი მომავალი საქართველოს ბუნებისდაცვითი
ღონისძიების გამოხატვის საშუალებისა. ზოგიერთი მოსწავლე ნახატებით, სკოლის ეზოს განაშენიანებით, ესეების ჩანაწერებითა
და სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურა ბუნების მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცვის ღონისძიებებს.
ამ საქმიანობაში ჩართული იყვნენ მშობლები, რომელთა წვლილიც მნიშვნელოვანი იყო ნერგების
მოწოდებასა და მათ დარგვაში.
ამრიგად, ზემოთ
მოყვალილი ფაქტებიდან გამომდინარე, თანამედროვეობის უპირველეს პრობლემად ისევ და
ისევ რჩება ისეთი ადამიანის აღზრდა, რომელსაც ექნება სწორად ფორმირებული
ეკოლოგიური მსოფმხედველობა,რომელიც იქნება ორიენტირებული ჰუმანისტურ ფასეულობებზე.
ჩვენი
აზრით, მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფორმირების
ხელშეწყობად საჭიროა მათთვის განსხვავებული ცხოვრებისეული რეალობების ამსახველი აქტივობების
შეთავაზება.გადავწვიტე ,რომ ჩავრთულიყავით საერთაშორისო პროექტში „ეკოსკოლები საქართველოში“.წინამდებარე
პროექტით ჩვენი დაინტერესება განაპირობა იმან,რომ არატირაჟირებული ,სახალისო და შემეცნებითი
აქტივობებით მოსწავლეებში გავზარდოთ ეკოლოგიური ცნობიერების დონე.თითოეულმა მათგანმა
ირწმუნოს ,რომ ის პლანეტის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს
იმისათვის, რომ შეინარჩუნის საარსებო გარემოს სისუფთავე,მისი ბიომრავალფეროვნება.გამოიმუშაოს
ისეთი უნარ–ჩვევები, რომელიც თვითრეალიზების შესაძლებლობას მისცემს მას ისე, რომ ზიანი
არ მიაყენოს გარემოს,შეინარჩუნოს და დაიცვას ის.ეკოსკოლების პროგრამაში ჩართვით მოზარდები
მიიღებენ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, გამოუმუშავდებათ ისეთი დამოკიდებულებები,რომლებიც
გაუფართოებს თვალსაწიერს, როგორც ლოკალური
ასევე გლობალური ეკოლოგიური პრობლემატიკის შესახებ.გავაძლიერებთ მათ გარემოსდაცვით აქტივობას,რაც, ერთი მხრივ, შეიძლება
მაგალითად იქცეს თემისათვის და, მეორე მხრივ, დაეხმაროს მოზარდებს საკუთარი პასუხისმგებლობის
შეცნობაში.
ამ
პროექტის ფარგლებში,პირველი აქტივობა იყო ეკოკომიტეტის არჩევნების ჩატარება.არჩევნებისათვის
ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია ცეესკოს ერთ-ერთ თანამშრომელთან,რათა არჩევნები ჩაგვეტარებინა
გამჭვირვალედ და მოსწავლეებს არ შექმნოდათ არადემოკრატიულობის შთაბეჭდილება.
ცეესკოდან
მოვიტანეთ გადასატანი ყუთი, დავბეჭდეთ ბიულეტენები
და ჩავატარეთ არჩევნები.ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ პროცესის ამსახველ ფოტომასალას:
ეკოსკოლების პროექტში არის შვიდსაფეხურიანი
პროგრამა,რომლის პირველი ეტაპი იყო სწორედ ეკოკომიტეტის არჩევნები,შემდეგ ეტაპზე ჩვენ
გავაცანით მოსწავლეებს ეკოსკოლების გზამკვლევი და სამუშაო თემატიკაც შევარჩიეთ.ეკოკომიტეტზე
მსჯელობის შემდეგ შეირჩა საკითხი „კლიმატის ცვლილება“.საჭირო იყო ამ საკითხის ირგვლივ
სასკოლო საზოგადოების ცნობიერების დონის დიაგნოსტირება.ამიტომ მოსწავლეებმა განახორციელეს
კვლევა.კვლევის ყველა აქტივობა,განხორციელებული ინტერვენციები,ხედვები,რეკომენდაციები
და მიდგომები წარმოდგენილია კვლევის ანგარიშის სახით,რომელიც ატვირთულია ეკოსკოლების
პროექტის თიმსის პლატფორმაზე და აგრეთვე ჩვენც, საბუნებისმეტყველო კათედრის თითოეულ
პედაგოგს, ატვირთული გვაქვს საკუთარი უანდრაივის სივრცეში.ელექტრონულ მისამართს ქვემოთ
წარმოგიდგენთ:
ekoskolebis
kvlevis angarishi.
კვლევა განხორციელდა წინასწარ მომზადებული კითხვარით,რომელიც
ატვირთულ იქნა სოციალურ ქსელში და გაზიარდა სკოლის გვერდზე.სულ 142 აპლიკანტი იყო.კვლევის
განმახორციელებელნი იყვნენ ეკოკომიტეტის წევრი მოსწავლეები. მე ,როგორც ამ პროექტის
ხელმძღვანელი, მათ ვუწევდი ფასილიტაციას.მოსწავლეებმა კითხვარის სტატისტიკური მონაცემებიდან
გამომდინარე გამოკვეთეს შემდეგი მიგნებები:
კლიმატის ცვლილებების საკითხზე პედაგოგთა საუბრის მიუხედავად,მაინც რთულია იმის გარკვევა,კონკრეტულად
რა ცოდნას ფლობს სასკოლო საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ. რესპოდენტთა მხოლოდ მცირე
ნაწილი თვლიდა,რომ სკოლაში პედაგოგების მიერ კლიმატის ცვლილებების საკითხებზე საუბრის მიუხედავად,
მაინც რთულია ვთქვათ სასკოლო საზოგადოება კონკრეტულად რა ცოდნას ფლობს ამ საკითხის ირგვლივ.გამოიკვეთა
აგრეთვე,რომ რესპოდენტებმა აშკარად იციან კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენების
შესახებ,მაგრამ რთული სათქმელია გამოკითხულთა კონკრეტულად რომელი კატეგორია ფლობს ამ
ინფორმაციას.სტატისტიკურმა ანალიზმა მოსწავლეებს უჩვენა,რომ საზოგადოების მხოლოდ მცირე
ნაწილი დადის ფეხით ან ველოსიპედით,ძირითადად ისინი ამჯობინებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს,რაც
,რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ატმოსფეროს მდგომარეობაზე და მოქმედებს კლიმატზე. ეკოკომიტეტის
კვლევის საფუძველზე შევქმენით სამოქმედო გეგმა ,რომელიც აგრეთვე ატვირთული გვაქვს ელექტრონულად.აქვე
წარმოგიდგენთ ელექტრონულ მისამართს .სამოქმედო გეგმა
სამოქმედო
გეგმის უპირველესი აქტივობა იყო სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა კლიმატის
ცვლილების საკითხის ირგვლივ.ამ მიზნით საჭიროდ ჩავთვალეთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლის,მასწავლებლისა
და სასკოლო საზოგადოების წევრები ჩაგვერთო ამ აქტივობაში.ამ მიზნით საბაზო და საშუალო
საფეხურის ყველა კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნაშრომების პრეზენტირება ჩვენი
სკოლის მესამე სართულზე მოვაწყეთ,სადაც ეკოსკოლის კუთხ იყო.მონიტორინგისთვის სკოლაში
გვესტუმრა პროექტის „ეკოსკოლები საქართველოში“
იმერეთის რეგიონის კოორდინატორი,რომელმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები
და განხორციელებული აქტივობები უმაღლესი მაჩვენებლით შეაფასა და მოგვცა რეკომენდაცია
,რომ ასეთივე აქტივობითა და შემართებით გავაგრძელოთ შემდეგ ეტაპებზეც მუშაობა ,რათა
სკოლამ დაიმსახუროს მწვანე დროშა და პერსონალური მონაცემებით აღინიშნოს საერთაშორისო
ეკოსკოლების პროექტის რუკაზე.
ეკოსკოლების პროექტში არის შვიდსაფეხურიანი პროგრამა,რომლის
პირველი ეტაპი იყო სწორედ ეკოკომიტეტის არჩევნები,შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავაცანით მოსწავლეებს
ეკოსკოლების გზამკვლევის გაცნობა და სამუშაო თემატიკის არჩევა.ეკოკომიტეტზე მსჯელობის
შემდეგ,ავირჩიეთ საკითხი „კლიმატის ცვლილება“.საჭირო იყო ამ საკითხის ირგვლივ სასკოლო
საზოგადოების ცნობიერების დონის დიაგნოსტირება.ამიტომ მოსწავლეებმა განახორციელეს კვლევა.კვლევის
ყველა აქტივობა,განხორციელებული ინტერვენციები,ხედვები,რეკომენდაციები და მიდგომები
წარმოდგენილია კვლევის ანგარიშის სახით,რომელიც ატვირთულია ეკოსკოლების პროექტის თიმსის
პლატფორმაზე და ჩვენც, საბუნებისმეტყველო კათედრის
თითოეულ პედაგოგს, გვაქვს ატვირთული საკუთარი უანდრაივის სივრცეში.ელექტრონულ მისამართს
ქვემოთ წარმოგიდგენთ:
ekoskolebis
kvlevis angarishi.
ატვირთული გვაქვს ელექტრონულად და წარმოგიდგენთ ელექტრონულ
მისამართს აქვე.სამოქმედო გეგმა
რა თქმა
უნდა „ეკოსკოლები საქართველოში“ მიმდინარე პროექტია ის ჯერ არ დასრულებულა ,ამიტომ
წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველოდება ,მეც და ჩემს მოსწავლეებსაც.
ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოცდილებაა ჩემთვისაც და ბავშვებისათვისაც.ხშირად საჭირო ხდება ახალი
ინფორმაციების მოძიება და ტრენინგ სემინარების გავლაც კი.ამის მიზნით ინლაინ
ფორმატით გავიარე ტრენინგ-სემინარი „სამუზეუმო მასალების გამოყენება
ბუნებისმეტყველების სწავლებაში“.
მას
შემდეგ ,რაც 2019 წელს მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი,ვცდილობდი რომ მეტი
ინტენსივობით განმეხორციელებინა ჩემს პრაქტიკაში ისეთი გაკვეთილები ,რომლებიც არ
იქნებოდა სტანდარტული მიმდინარეობის ,არამედ იქნებოდა ინოვაციური,მეტი საინტერესო
აქტივობებით მდიდარი.მუდმივად ვცდილობ ,რომ ჩემი გაკვეთილები გაჯერებული იყოს მოსწავლეზე
ორიიენტირებული სასწავლო მიდგომებით.წელიწადში რამდენიმეჯერ ვატარებდი სავალდებულო
და სამოდელო გაკვეთილებს.მინდა ,რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული
გაკვეთილი წარმოგიდგინოთ.
2022
წლის აპრილში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
სსიპ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული
ტრენინგი „გარემოსდაცვითი და აგრარული განატლება სკოლაში.ტრენინგის სერთიფიკატი
იხილეთ ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე.
წიქორიძე+მაია+-ცნობა+ტრენინგის+გავლის+შესახებ
1.pdf
ამ ტრენინგის
ფარგლებში მიღებული ინფორმაციის დანერგვა მოვახდინე საკლასო სივრცეში და
მოსწავლეებს შევთავაზე კომპლექსური დავალება შემდეგი პირობით:
„დღეს ჩვენ ქვეყანაში ერთგვარი მშენებლობის ბუმია.სამშენებლო ობიექტები
ხშირად
შემოღობილია და ადამიანის თვალისათვის მიუწვდომელი.ასეთი მშენებლობების
მიმდებარე ტერიტორიებზე ხშირად შეიძლება შევნიშნოთ დამდგარი წყლის გუბურები, ტალახითა
და სამშენებლო ნარჩენებით.მშენებლობის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიამ გამოაცხადა
კონკურსი,მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებასთან დაკავშირებით.როგორც წესი ასეთ ტერიტორიაზე
ცუდად ხარობს მწვანე ნარგავები,განსაკუთრებით მათი ზრდის საწყის პერიოდში,სწორედ ამიტომ
სამშენებლო კომპანიამ მიმართა საზოგადოებას დახმარებისათვის ,რათა ახალი იდეების საფუძველზე
შეძლებოდა ტერიტორიის ახლებურად დაგეგმარება.“მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და შესთავაზეთ
თქვენი იდეები სამშენებლო კომპანიას.იდეების უკეთ გენერირებისათვის და რეკომენდაციების
შემუშავებისათვის გთავაზობთ შემდეგი აქტივობების შესრულებას.“
მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალების ნიმუშებმა ჩემს მოლოდინს
გადააჭარბა.შექმნილი პროდუქტები იყო ესე,პოსტერი,მოდელი.ამ კომპლექსური დავალების შესრულებით
მოსწავლეებმა არამარტო განამტკიცეს ის ცოდნა, რომელიც მიიღეს ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
,არამედ მოხდა ინტეგრაცია ხელოვნებასა და მათემატიკასთან.
კომპლექსური დავალების შესრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდექით.პირველ ეტაპზე
სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების პროცესის სირთულეების
თვალსაჩინოდ წარმოსადგენად მათ შევთავაზე შემდეგი ექსპერიმენტის ჩატარება:
ü აიღე ორი პლასტმასის კონტეინერი.შეეცადე ,რომ პლასტმასის კონტეინერს ჰქონდეს
ფართო ფსკერი.ერთ-ერთ კონტეინერში მოათავსე შენი ეზოს ბოსტნიდან აღებული მიწა,მეორე
კონტეინერში კი მიწას შეურიე ცოტაოდენი ცემენტი და დაფხვნილი ცარცი.ორივე კონტეინერში
ჩარგე ლობიოს მარცვალი.მოათავსე ერთნაირ პირობებში ერთმანეთის გვედიგვერდ.დააკვირდი
როგორ და რა ინტენსივობით მოხდება მცენარის მარცვლების აღმოცენება.მონაცემები ყოველდღე
ჩაინიშნეთ ,რათა შეძლოთ დასკვნის გაკეთება
ü ექსპერიმენტის თანმიმდევრულად შესრულება და შედეგების სწორად ჩანიშვნა
დაგეხმარებათ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს და შექმნათ შესაბამისი პროდუქტი
ü ამის შემდეგ დავავალე ბავშვებს გამოეთქვათ თავიანთი ვარაუდები ,იმის შესახებ თუ რომელ კონტეინერში
აღმოცენდება უფრო სწრაფად მცენარე?
შემდეგ ეტპზე საჭირო იყო მოსწავლეებს გაეანალიზებინათ მიღებული შედეგები; გააკეთებინათ
დასკვნა და პასუხი გაეცათ შემდეგ კითხვებზე:
·
რომელ კონტეინერში მოხდა ლობიოს
მარცვლის უფრო სწრაფად ამოცენება?
·
თქვენი აზრით, რატომ დადგა
ასეთი შედეგი?
·
თქვენი აზრით ,რომელ კონტეინერში
მიმდინარე პროცესი გამოდგება შესადარებლად იმ მოვლენებთან ,რომელიც სამშენებლო ობიექქტის
ტერიტორიაზე შეიძლება განვითარდეს მშენებლობის დასრულების შემდეგ?რატომ?
·
რატომ უჭირთ მწვანე მცენარეებს
ზრდა და განვითარება მშენებლობის შემდეგ გაწმენდილ ტერიტორიებზე
·
არის თუ არა თქვენი საცხოვრებელი ადგილის
ან სკოლის მახლობლად სამშენებლო ობიექტი?
·
თქვენი აზრით, რამდენად იცავს
სამშენებლო კომპანია გარემოზე ზემოქმედების ნორმებს?
·
შესთავაზეთ სამშენებლო კომპანიას
მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების თქვენეული ვარიანტი და დახატე ან შექმენით გამწვანებული
ტერიტორიის მოდელი
·
მიეცით სამშენებლო კომპანიას
რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ მისმა საქმიანობამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას.თქვენი
რეკომენდაციები თვალსაჩინოდ განათავსეთ პოსტერზე
მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინენ ბავშვებმა თავიანთი
შექმნილი საბოლოო პროდუქტი.
ამავე ტრენინგზე მიღებული გამოცდილების
დავნერგე მეოთხე კლასში და ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი „ჩემი მხარე“.ბავშვებმა მოირგეს
გიდის როლი და ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები,თუ როგორ შეეცდებოდნენ გაეცნოთ უცხოელი
ტურისტისათვის მათი მშობლიური მხარე.იდეები იყო მრავალფეროვანი,შთაბეჭდილებები კი დაუვიწყარი,როგორც
ჩემთვის, ასევე ჩემი მოსწავლეებისათვის.
სამოდელო გაკვეთილი „ჩემი მხარე“ მე-4 კლასი
სამოდელო გაკვეთილი „მზის სისტემა“მე-5 კლასი
солнечная+система-222
(1).docx
სამოდელო გაკვეთილი სამედიცინო ბიოლოგიაში
„კრიტიკული მეგობარი“
დღესდღეობით
ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო
საზოგადოებაში თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.ბევრ ქვეყანაში,განსაკუთრებით
იაპონიასა და ფინეთში მასწავლებლები მუშაობენ ერთად,ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილებს,აქვთ
ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და ეხმარებიან ერთმანეთს პედაგოგიური პრაქტიკის
დახვეწაში.ასეთი სისტემა აყალიბებს სკოლებში კულტურას,სადაც თანამშრომლობითი
დაგეგმვა,რეფლექსია და ურთიერთსწავლება სკოლის ერთგვარი ნორმაა.ეს ყველაფერი კი
მასწავლებელს უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
აძლევს.თანამშრომლობით კულტურაში სკოლის საზოგადოების წევრები ეფექტურად მუშაობენ
ერთად და გაერთიანებული არიან საერთო მიზნის ირგვლივ;მათ აქვთ საერთო ხედვა,თუ
როგორი უნდა იყოს მათი სკოლა.სკოლისათვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო
გამოწვევებს ისინი ღიად და გულწრფელად განიხილავენ,ერთმანეთს პატივს
სცემენ,აფასებენ და იზიარებენ ერთმანეთის
იდეებს.მაღალი თანამშრომლობითი კულტური გამოვლინებაა სწორედ „კრიტიკული მეგობრის
ინსტიტუტი“.“კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი კომპლექსური,ინტეგრირებული მიდგომაა,რომელიც
მიმართულია ურთიერთსწავლებისა და თანამშრომლობის გზით უწყვეტ განვითარებაზე.ჩვენ
სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის წევრი პედაგოგები აქტიურად ვიყენებთ
„კრიტიკული მეგობრის“აქტივობას.ბევრ გაკვეთილს დავესწარი ამ სტატუსით და გაკვეთილის ბოლოს მეგობრებს ვუზიარებდი ჩემს
მოსაზრებას .უკუკავშირს ძირითადად ზეპირად ვაძლევდი,თუმცა კოლეგების სურვილით დავიწყე წერილობითი
უკუკავშირის გაკეთებაც.ჩემ მიერ გაკეთებული წერილობითი უკუკავშირის რამდენიმე
ვარიანტს ქვემოთ წარმოგიდგენთ.ასეთი უკუკავშირის მიცემა მასწავლებელს აძლევს
საშუალებას სწავლის პროცესზე პასუხისმგებლობის დელეგირება მოსწავლეებზეც
გააკეთოს.ასეთი მიდგომით უმჯობესდება როგორც მოსწავლეთა აკადემიური და თანამშრომლობითი
უნარები,ასევე იქმნება მასწავლებლის
უწყვეტი პროფესიული განვითარების წინაპირობა.
დღეისათვის
საქართველოს სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას სხვადასხვა საგნის
სწავლებაში.პანდემიის პერიოდში კი ელექტრონული რესურსების გამოყენებამ განსაკუთრებული
დატვირთვა მიიღო.საჭირო გახდა საგაკვეთილო პროცესში ისტ-ტექნოლოგიების გონივრული
ჩაშენება,რათა ერთმანეთთან
დამეკავშირებინა გამოყენებული სასწავლო სტრატეგია და გამოყენებული
ელექტრონული რესურსი.მაგალითად, ელექტრონული პრეზენტაციების მიწოდება შესასწავლ
მასალას უფრო ხელმისავდომს ხდის მოსწავლეებისათვის,ხოლო ფორმსის ფორმატში გაკეთებული
ტესტები საშუალებას მაძლევდა სწრაფად, გაკვეთილის მსვლელობისას შემემოწმებინა
აკადემიური მასალის ცოდნის დონე მოსწავლეებში
ჩემს მიერ შექმნილი
ზოგიერთი ელექტრონული რესურსი ონლაინ გაკვეთილებისათვის წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ლინკებზე.კიდევ ერთხელ
აღვნიშნავ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი პრეზენტაციები ეფექტურად გამოვიყენე ონლაინგაკვეთილების
ჩატარებისას,რათა პანდემიის დროს ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო,თვალსაჩინო
და გასაგები ყოფილიყო მოსწავლეებისათვის.
sachmlis
momnelebeli sistema.docx
sayrden-mamodzravebeli
sistema.docx
სისხლის
მიმქცევის
სისტემა.docx
ქვემოთ წარმოდგენილი
ტესტური დავალებები საშუალებას მაძლევდა მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა გაკვეთილის
სხვადასხვა ფაზაში და შემაჯამებელი დავალებების დროს.მაგალითად ის ტესტები,რომლებიც
მოითხვოდა მოსწავლეებისაგან ფაქტობრივი მასალის ცოდნას ეფექტური ოყო გაკვეთილის დასკვნით
და დაწყებით ფაზაში .ამ ტესტებიდან მასალას
ვარჩევდი საჭიროებისამებრ.
შექმნილი ტესტები შემაჯამებლებისთვის
როგორც ცნობილია შემაჯამებელი შეფასება
ზომავს ,რამდენად ფლობს ან/და რამდენად ფუნქციურად იყენებს მოსწავლე სამიზნე ცნებებს.ეროვნული
სასწავლო გეგმით რეკომენდირებულია სტანდარტის მოთხოვნათა მიღწევის შესაფასებლად შემაჯამებელი
დავალებათა მრავალგვარი ფორმების გამოყენება.საბუნებისმეტყველო საგნებში და, კერძოდ,
ბიოლოგია/ბუნებისმეტყველებაში შემაჯამებელი დავალებების სხვადასხვაგვარი ტიპები გვაქვს.ეს
შეიძლება იყოს ტესტი,მოდელირება,პროექტი,პრეზენტაცია,პრობ;ემის გადაჭრაზე დაფუძნებული
დავალებები,ექსპერიმენტის შედეგების ანალიზი,საველე/გასვლითი სამუშაოს ანგარიში და
სხვა.ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა
პროგრესისა და ნაკლოვანებების ზუსტი დიაგნოსტირება,ეს საშუალებას გვაძლევს მოსწავლეთა საჭიროებების ზუსტად დავადგინოთ.ამ მიზნით მუდმივად ვცდილობ ყველა შემაჯამებელი
დავალების დეტალური, თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის გაკეთებას.კათედრაზე შემუშავებული
გვაქვს შემაჯამებელი დავალებების ანალიზის
სპეციალური ფორმა.ქვემოთ ,წარმოგიდგენთ ჩემს მიერ გაკეთებული შემაჯამებელი დავალებების
ანალიზს კლასების მიხედვით .იხილეთ აქ:
სკოლის მდგრადობა
,ეფუძნება იმ ფაქტს თუ რამდენად დინამიკურად და მოქნილად მიმდინარეობა სწავლა-სწავლების
პროცესი.სწავლის პროცესში სირთულეები შეიძლება თანაბრად შეექმნას ნიჭიერსაც ,ქუჩის
და მომუშავე ბავშვსაც,ეთნიკური,კულტურული უმცირესობისა და სხვა მარგინალური ჯგუფის
წარმომადგენლებსაც.ჩემი, როგორც რიგითი პედაგოგის,
ვალდებულებაა ყველა ბავშვს მივცე თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების
შესაძლებლობა.ეს პრინციპი უდევს საფუძვლად ინკლუზიურ განათლებას.სსსმ მოსწავლეებთან
მუშაობის თითქმის ხუთწლიანი გამოცდილება მაქვს. მაქვს სსსმ მოსწავლეების სრული ინტეგრირებისა
საგაკვეთილო პროცესში.ამ მიზნით გაკვეთილის მსვლელობისას ვიყენებ დიფერენცირებული სწავლების
სხვადასხვა სტრატეგიებს ,რომლებიც სსსმ მოსწავლეების
ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა.განსაკუთრებულად
სახალისოა მოსწავლეებისათვის „მანიპულატივების“ გამოყენება.მანიპულატივებს ყოველი გაკვეთილისათვის
წინასწარ ვამზადებ. მის დასამზადებლად ვიყენებ ქაღალდს ,რადგან ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა
და შესანიშნავი თვალსაჩინოებაც..ქვემოთ მაქვს წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა ,რომელშიც
მონაწილეობა მიიღო სსსმ მოსწავლემ სმენისა და მეტყველების დარღვევით.
სამოდელო
გაკვეთილი
.14 დეკემბერი.docx
სამუშაო შეხვედრები
სკოლაში თანამშრომლობითი
კულტურის ერთ-ერთი მიმანიშნებელია მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარება,ერთობლივად
სხვადასხვა საგანმანათლებლო ლიტერატურის დამუშავება და შემდეგ ამ ლიტერატურის განხილვა.უპირველეს
ყოვლისა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ხელს უწყობს მასწავლებელთა თემის განვითარებას,
პატივისცემისა და ნდობის პრინციპებზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის განვითარებას;მასწავლებლებს
გვაძლევს წინარე ცოდნისა და გამოცდილების რეფლექსიის
გაკეთების შანსს ,რათა წავახალისოთ ერთმანეთისაგან სწავლა და საუკეთესო გამოცდილება;გვეხმარება
გამოწვევების ამოცნობასა და სირთულეების დაძლევაში თანამშრომლობის გზით.ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკის პერიოდში ბევრ სამუშაო შეხვედრას დავსწრრებივარ და ბევრი თვითონაც ჩამიტარებია.პირველ
რიგში მინდა ავღნიშნო STEM-ის
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრები.
2019-2020 სასწავლო
წლის განმავლობაში ჩავატარე სამუშაო შეხვედრები
თემებზე :
·
“როგორ
დავგეგმოთ და ჩავატაროთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი“
გაკვეთილის სწორად
დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა.გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა
იყოს,რათა მასწავლებელმა შეძლოს
სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება.სწორედ ამიტომ
სხვადასხვა კათედრების წევრმა
პედაგოგებმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო ზემოთ
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა.ეს აქტივობა საშუალებას მოგვცემს გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები,შევძლოთ აზრების გენერირება, ერთობლივად გავაანალიზოთ და განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის
გაკვეთილები.
·
„ისტ-ის
გამოყენება გაკვეთილზე“
გამომდინე იქიდან ,რომ სკოლებში ტექნოლოგიებისადმი წვდომის განსხვავებული
შესაძლებლობებია,ჩვენ უნდა შევძლოთ ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში,რომელსაც გონივრულად და შეთანხმებულად მოვარგოთ სასწავლო მიზანთან. ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებისგან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტისგან განცალკევებით. ისტ-ის სასწავლო გეგმის რეალიზებასაჭიროა ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია” (ესგ, ისტ-ის როლი და მიზნები სასწავლო პროცესში, გვ. 476).“. ამ ინსტრუმენტითშესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია” (ესგ, ისტ-ის როლი და მიზნები სასწავლო პროცესში, გვ. 476).
პედაგოგებმა
წარმოადგინენ თავიანთი გამოცდილება ისტის
გამოყენების თვალსაზრისით, თუ რომელ აქტივობაში იქნებოდა ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება.შევძელით
ამ შეხვედრაზე ჩვენი აზრების რაციონალური ანალიზი და
შეჯერება და გადავწყვიტეთ რომ კათედრები ერთ საჩვენებელ გაკვეთილს ჩაატარებენ ამ მიმართულებით.
2020-2021 სასწავლო წლის
განმავლობაში სწავლების ონლაინ ფორმატთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების
ჩატარება ფიზიკურ გარემოში შეუძლებელი იყო,ონლაინფორმატითაც არ ჩამიტარებია შეხვედრა,თუმცა უდიდესი სიმპათია და პატივისცემა მინდა გამოვხატო მოტივირებული მასწავლებლების
კლუბისადმი,რომლებიც დაუღალავად და პერმანენტულად ატარებდნენ ვებინარებს,ტრენინგ-სემინარებს
ონლაინ-ფორმატით,რაც ნამდვილად სასარგებლო და ინფორმატიული იყო პირადად ჩემთვის
2021-2022 სასწავლო წელს ,როდესაც სასწავლო პროცესმა ისევ საკლასო
სივრცეში გადაინაცვლა,ფაქტობრივად ნელ–ნელა განახლდა ჩვენი შეხვედრებიც და ამჯერად
ჩემი მიზანი იყო სამუშაო შეხვედრების თემატიკა დაგვეთმო ახალი სკოლის
მოდელისათვის.ჩვენ,როგორც ე.წ
„არაჩართულ“ სკოლას, არ ჩაგვტარებია ტრენინგ-სემინარები ამ
მიმართულებით,თუმცა ეს მოვლენა არც პასუხისმგებლობისგან გვათავისუფლებდა და არც
მოდუნების საშუალებას გვაძლევდა.ამიტომ კათედრაზე თვეში ერთხელ განვიხილავდით სხვადასხვა
საკითხს.მაგალითად, რა არის თემატური მატრიცა?რა არის საგნობრივი კურუკულუმი?როგორ
დავგეგმოთ და განვახორციელოთ კომპლექსური დავალება? და სხვა.
სადამრიგებლო ჯგუფი
ოცდამეშვიდე სასწავლო წელია სკოლაში ვმუშაობ და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან
ერთად ყოველთვის ვიყავი კლასის დამრიგებელი. კლასის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი
განმაპირობებელი სწორედ კლასის დამრიგებელია.ბევრჯერ მიფიქრია მაინც რა
კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს წარმატებული კლასის დამრიგებელი?ჩემი საქმიანობის
სხვადასხვა ეტაპზე ამ კითხვის პასუხი განსხვავებული იყო.ყოველწლიურად მემატებოდა
რა გამოცდილება ,ამ კითხვის პასუხსაც ემატებოდა წარმატებულობის კრიტერიუმები.ახლაკი
შემიძლია ვთქვა,კარგი კლასის დამრიგებელი არის კლასის თითოეული მოსწავლის
წარმატებისა და წარუმატებლობის თანაზიარი,მისი საუკეთესო თვისებების
განმავითარებელი,მისი უფროსი მეგობარი და მხარდამჭერი.მე ვერ ვიტყვი ჩემს თავზე
რამდენად ვაკმაყოფილებ ამ კრიტერიუმებს,თუმცა
მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი ჩემი მოსწავლეების
გვერდით ვყოფილიყავი გულით,სულითა და საქმით.ჩვენს სკოლაში დანერგილია
სადამრიგებლო კლასებთან მუშაობის ასეთი პრაქტიკა.დაწყებითი კლასების დასრულების
შემდეგ მეხუთე კლასიდან პედაგოგი ახალ
სადამრიგებლო ჯგუფში შედის და მიჰყვება მას მეთორმეტე კლასის დასრულებამდე.წელს
ვარ მეექვსე კლასის დამრიგებელი.ესაა რუსული სექტორის ჯგუფი,რომელიც
სპეციფიკურობით გამოირჩევა.ჯგუფი მრავალეროვანია.აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ
თანაცხოვრობენ ,შრომობენ და სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების
მოსწავლეები:ქართველები,სომხები,რუსები,ბელორუსები,ებრაელები,უკრაინელები და აზერბაიჯანელები.
ჯგუფში არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი ,რომელიც პიროვნული ან ეროვნული
თვითშეგნების შეურაცხმყოფელი ან დამაკნინებელი იქნება,პირიქით, ბავშვები ძალიან
მეგობრულნი არიან.ამის გათვალისწინებით მე ვცდილობ, ჩემს სადამრიგებლო ჯგუფთან
განვახორციელო არაფორმალური აქტივობები,რომლებიც მიმართული იქნება ბავშვებში
ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებისაკენ.სასწავლო წლის დასაწყისში ვადგენ
მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი აღმზრდელობითი ღონისძიებების
გეგმას. აღმზრდელობითი ღონისძიებების ნუსხაში გაწერილი მაქვს თითოეული აქტივობა,
მისი თემატიკა;სადამრიგებლო საათების პერიოდულობა;თვალსაჩინო ადგილას მაქვს
გამოკრული სკოლის შინაგანაწესი,რომელშიც დეტალურად არის გაწერილი
მოსწავლის/მასწავლებლის/ადმინისტრაციის/სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების უფლებები
და მოვალეობები.ყველა მოსწავლე იცნობს ამ დოკუმენტს და იცის რა ევალება და რა
მოეთხოვება.აღმზრდელობითი აქტივობები აუცილებლად მოსწავლეთა ასაკობრივ
თავისებურებებთან თანხვედრაში უნდა იყოს. წელს ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობა იყო
ექსკურსია ძამას ხეობაში, კერძოდ, ყინწვისისა და ორთუბნის მონასტრებში.ცნობილი
მოვლენების გამო ჩვენს ჯგუფში ბევრი ახალი მოსწავლეა.ზოგიერთი მათგანი უკრაინიდან
იძულებით გადაადგილებული პირია,ზოგიერთი რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული
ქართველებია,არიან ყაზახეთისა და ბელორუსიის წარმომადგენლები.ექსკურსიის მიზანი
იყო საქართველოს ამ უმშვნიერესი მხარის დათვალიერება და გაცნობა.რელიგიური
ტაძრების მოლოცვა,ახლად ჩამოსულმა მოსწავლეებმა კი ფაქტობრივად პირველად შეძლეს
საკუთარი ქვეყნის ისტორიული ძეგლების მონახულება (აქ ვსაუბრობ ეთნიკურ ქართველებზე
,რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ).ბავშვებმა დაუვიწყარი ემოციები მიიღეს, ახლად
გაიცნეს ერთმანეთი.ქვემოთ მინდა მოსწავლეთა ნებართვით რამდენიმე ფოტოსურათი
გაგიზიაროთ
გარდა ექვსკურსიისა,
გასულ წელს ჩვენ გვქონდა სხვა
საგანმანათლებლო პროექტი :“როგორ დავძლიოთ შიში“.პროექტის აქტუალობა მდგომარეობდა
იმაში,რომ მეხუთე კლასში გადასვლასთაან ერთად მოსწავლეებს შეხება უწევთ სხვადასხვა
საგნის მასწავლებელთან.ამიტომ ზოგ ბავშვს ქვეცნობიერად უჩნდება გარკვეული შიში
გაკვეთილის გადმოცემასთან ან ნიშნებთან დაკავშირებით.ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გვესაუბრა
ზოგადად შიშის ფენომენის შესახებ,რომელიც
ამოუხსნელია.მეცნიერებეის აზრით,შიში არის
შეძენილი ემოციური რეაქცია საფრთხეზე.ასევე სტრესული,ემოციური და უარყოფითი
ფსიქოლოგიური მოქმედება საკუთარ შესაძლებლობებზე. შიში ხშირად სასკოლო ცხოვრებაში
წარმატების მიღწევის შემაფერხებელი ფაქტორია.ბევრჯერ გაგვიგონია,ვიმეცადინე,
მაგრამ დაფასთან რომ გამოვდივარ, ვიბნევი,ყველაფერი მავიწყდება.სწორედ ეს არის
შიში.შიში მოსწავლის მონდომებას,გამბედაობასა და ინიციატივას აფერხებს და საბოლოოდ
კლავს მას.წინამდებარე პროექტის აქტუალობა, სწორედ იმაში მდგომარეობს ,რომ
ადამიანებში, კერძოდ, მოსწავლეებში წარმოშობილი მრავალგვარი შიში ცხოვრების
ჩვეულებრივი მოვლენაა და ის უნდა დავძლიოთ. მე
საჭიროდ ჩავთვალე დავხმარებოდი მათ
ამ პრობლემის გადალახვაში.ამ პროექტის გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ჯგუფში გვყავს მოსწავლე
,რომელსაც აქვს ქცევის პრობლემები,ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია,ფლობს დიდი რაოდენობით ინფორმაციას,
რადგანაც მუდმივად ტელეფონში უყურებს სხვადასხვა
ვიდეოს,თუმცა კითხვა არ უყვარს და არც სიბეჯითით
გამოირჩევა,მას უჭირს საკუთარი ქცევის მართვა.ამიტომ ბავშვებს შევთავაზე აქტივობა
„ღია წრე“,რომელიც სოციო-ემოციური სწავლების ერთ-ერთი საინტერესო აქტივობაა.პრობლემა
ჯერჯერობით არ აღმოფხვრილა,თუმცა ნამდვილად
შეინიშნება პოზიტიური ძვრები და ვიმედოვნებ
ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ
ამ ბავშვის დახმარებას.
სადამრიგებლო ჯგუფში
მოსწავლეთა თანამშრომლობითი კულტურის გასამტკიცებლად მიმდინარე სასწავლო წელს განვახორციელეთ
ვიზიტი ალექსანდრე ნაზარაშვილის სახლ-მუზეუმში,სადაც მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოს ქუთაისის ფილიალი.გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ „მოზაიკის
ხელოვნების“ ასპექტებს და თავადაც შექმნეს მოზაიკის ნიმუშები.
სტუდენტებთან მუშაობის
გამოცდილება
ჩემი პედაგოგიური
მოღვაწეობის არც თუ მცირე პერიოდს თუ გადავხედავ არაერთხელ მქონდა ურთიერთობა სტუდენტებთან
პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელების პროგრამის ფარგლებში.მინდა გამოვყო
2021-2022 სასწავლო წელი,როდესაც მქონდა ურთიერთობა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტთან თანამშრომლობა.მე
მას მენტორობა გაუწიე ჩვენ სკოლაში.პრაქტიკის ფარგლებში ჩემი ფასილიტაციით ის ადგენდა
პედაგოგიური პრაქტიკის მიმდინარეობის ამსახველ დღიურს სადაც ყოველი დღის რეფლექსია
იყო გაწერილი.ერთობლივად მოვამზადეთ ხუთი გაკვეთილის გეგმა.სტუდენტის მიერ ჩატარებული
ყველა გაკვეთილი ეყრდნობოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს.ყოველი გაკვეთილის
შემდეგ ვსაუბრბდით ჩატარებული გაკვეთილის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.აგრეთვე ერთობლივად
დავგეგმეთ ამზრდელობითი ღონისძიება,რომელიც
განვახორციელეთ ჩემს სადამრიგებლო მეხუთე კლასში.
პედაგოგიური
პრაქტიკის პერიოდში პრაქტიკანტი შემიძლია დავახასიათო როგორც მიზანდასახული, ყურადღებიანი და
პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ახალგაზრდა. ის არ უშინდება
გამოწვევებს, ყოველთვის
ცდილობს, ფეხი აუწყოს სიახლეებს. პრაქტიკის გეგმის მიხედვით ჩანიშნული
ყველა აქტივობა პირნათლად შესრულა. კარგად ფლობს აკადემიურ
მასალას, მუდმივად
ეცნობა საგანმანათლებლო ლიტერატურას, შეუძლია მკაფიოდ
და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის ირგვლივ. ეს თვისებები გვაფიქრებინებს, რომ მისგან შესანიშნავი
პედაგოგი დადგება.
პრაქტიკანტი თავდაპირველად მესწრებოდა გაკვეთილებზე
ყველა კლასში, აკვირდებოდა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში ჩემ მიერ გამოყენებულ სხვადასხვა მუშაობის მეთოდებსა
და სტრატეგიებს, ხოლო მოგვიანებით თვითონაც ჩაატარა 5 ნიშნით შესაფასებელი გაკვეთილი.
მას თავიდანვე გავაცანი სამოქმედო გეგმა. ვასწავლე თუ როგორ უნდა ჩაეტარებინა
ეფექტური გაკვეთილები, სადაც კლასის თითოეული მოწავლე აქტიურად იქნებოდა ჩაბმული პროცესში.
ჩემი უშუალო დაკვირვებითა და რჩევებით შევადგინეთ გაკვეთილის სტრუქტურისა და დაგეგვმის უახლესი მეთოდები. მის მიერ ჩატარებულმა გაკვეთილებმა ცხადყო ის, რომ
მას არ უჭირს მოსწავლეებთან თანამშრომლობა. ის გულმოდგინედ იყო ჩართული პროცესში და
ბავშვებიდანაც სათანადო უკუკავშირი მიიღო. მინდა მის სანაქებოდ ვთქვა, რომ ყველა ჩემ
მიერ ჩატარებული გაკვეთილების ირგვლივ ვაკეთებდით ანალიზს და მას არ ერიდებოდა თავისი
მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საგნის აკადემიური ცოდნის მაჩვენებელი არ არის ზედაპირული
და გამოცდილების მიღებასთან ერთად ის შეძლებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას.
2-22
ბრძანება
მენტორობის
სოფოსი.pdf
განხორციელებული კვლევები
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის თემა იყო „პროექტების სწავლების ხელშემშლელი ფაქტორების კვლევა“
ნაშრომი მიზნად ისახავს დაადგინოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლების ხელშემშლელი ფაქტორები.
მკვლევარები ხშირად საუბრობენ და სხვადასხვა
კვლევებით ადასტურებენ, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს ქვაკუთხედს
მოზარდის ჰარმონიულად განვითარების საქმეში,მათში ისეთი უნარჩვევებისა გამომუშავებაში
რომელიც ადაპტირებად გახდის მოზარდს ცხოვრებისეული გამოწვევებისადმი.~ ამ კვლევის მიზანია
გაარკვიოს:
- რა
დამაბრკოლებელი ფაქტორები არსებობს პროექტებით სწავლებაში?
- მოსწავლეებისა
და მასწავლებლების დამოკიდებულება, საკვლევი თემის მიმართ;
- კოლეგებისა და მოსწავლეების აზრისა და განწყობების
კვლევა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა
თემაზე:
„საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების
სირთულეები და მისი დაძლევის გზები საბაზო და საშუალო საფეხურზე“
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების სწავლებას საძირკველი სკოლაში სწავლისას ეყრება.არავისთვის არ არის საიდუმლო
ისიც ,რომ ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები წარმოადგენს თანამედროვე მოსწავლისათვის
ყველაზე ძნელად გადასალახ ბარიერს.ამას ადასტურებს
წინა წლებში გამოსაშვები გამოცდების შედეგები,რომელთა სტატისტიკური ანალიზიც ნათლად
წარმოაჩენს იმას, თუ რამდენად დიდ წინაღობად არის და იყო ქცეული საბუნებიმეტყველო საგნები
მოსწავლეებისათვის.სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს საკითხი ჩემ საკვლევ თემად და ვფიქრობ რომ ჩემს მიერ
განხორციელებულმა აქტივობებმა ნათლად დამანახა საკითხის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა.კვლევის
შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
·
მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებში,საკუთარ შესაძლებლობებს
თითქმის თანაბრად აფასებენ
·
საბუნებისმეტყველო საგნების
გაკვეთილები საინტერესოა მოსწავლეებისათვის,თუმცა მათი გააზრება სირთულეებთან არის
დაკავშირებული,რადგან უჭირთ შესწავლილი საკითხების რეალურ პროცესებთან დაკავშირება.
·
მოსწავლეები საბუნებიმეტყველო
საგნები პედაგოგების მიერ შეთავაზებულ აქტივობებს აფასებენ განსხვავებულად,თუმცა მათი
უმრავლესობა მაინც მიგვანიშნებს რომ მარტივი ექსპერიმენტებისა და მინი-პროექტების განხორციელება
მათ მეტ სიამოვნებას ანიჭებს.
·
მოსწავლეები აღნიშნავენ,რომ
საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას შეძლებენ თუ გაკვეტილები მეტი ინტერაქტიური
აქტივობებით იქნება დატვირთული,როგორებიცაა :მოკლე ჩანაწერები რვეულში, აქტივობები
რომელიც რაიმეს კეთებას მოითხოვს,მინი-პროექტების გაკეთება
·
მოსწავლეები მიიჩნევენ,რომ
საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირება,საუკეთესო სტრატეგიაა ამ საგნებში სიღრმისეული
ცოდნის მიღებისა
·
მარტივი ექსპერიმენტების
განხორციელება საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე ყველაზე საინტერესო აქტივობად
მიაჩნიათ მოსწავლეებს,და ადასტურებენ რომ უადვილდებათ ცოდნის მიღება.
·
მოსწავლეებს ურთულდებათ
შემაჯამებელი დავალებების შესრულება საბუნებისმეტყველო საგნებში,თუმცა აღნიშნავენ რომ
თუ სხვადასხვა საგნებში შემაჯამებლების ფორმატი იქნება მსგავსი ეს მათ გაუადვილებს
მათ შესრულებას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
კვლევა
თემა:„საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების
სირთულეები და მისი დაძლევის გზები საბაზო და საშუალო საფეხურზე“
ჩემს
მიერ საკვლევ საკითხზე შეჩერების მიზეზი არის ის რომ „საბაზო და
საშუალო საფეხურზე მოსწავლეების უმრავლესობას ურთულდებათ საბუნებისმეტყველო საგნების
შესწავლა.ის მოტივაცია და ინტერესი ,რომელიც აქვთ მათ დაწყებით კლასებში,მოსწავლეთა
უმრავლესობას დაქვეითებული აქვთ,ეს გამოხატულია დაბალი აკადემიური მოსწრებით.მასწავლებლები
,მოსწავლეები და მშობლები ემოციურად რეაგირებენ ამ ფაქტზე და შესაბამისად იკვეთება
საჭიროება ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევისა.“/ამონარიდი კვლევიდან/
კვლევის
მიზანი კი იყო შემდეგი:“კვლევის
მიზანია კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით ,მოვახდინო ქ.ქუთაისის
N13 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას არსებული პრობლემების
იდენტიფიცირება,მათი ანალიზი , შეფასება და ამის საფუძველზე მოვძებნო,დავტესტო და შევიმუშავო
ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზები“
განხორციელებული აქტივობების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი
ძირითადი
მიგნებები :
ü მოსწავლეები
საბუნებისმეტყველო საგნებში,საკუთარ შესაძლებლობებს თითქმის თანაბრად აფასებენ
ü საბუნებისმეტყველო
საგნების გაკვეთილები საინტერესოა მოსწავლეებისათვის,თუმცა მათი გააზრება სირთულეებთან
არის დაკავშირებული,რადგან უჭირთ შესწავლილი საკითხების რეალურ პროცესებთან დაკავშირება.
ü მოსწავლეები
საბუნებიმეტყველო საგნები პედაგოგების მიერ შეთავაზებულ აქტივობებს აფასებენ განსხვავებულად,თუმცა
მათი უმრავლესობა მაინც მიგვანიშნებს რომ მარტივი ექსპერიმენტებისა და მინი-პროექტების
განხორციელება მათ მეტ სიამოვნებას ანიჭებს.
ü მოსწავლეები
აღნიშნავენ,რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას შეძლებენ თუ გაკვეტილები
მეტი ინტერაქტიური აქტივობებით იქნება დატვირთული,როგორებიცაა :მოკლე ჩანაწერები რვეულში,
აქტივობები რომელიც რაიმეს კეთებას მოითხოვს,მინი-პროექტების გაკეთება
ü მოსწავლეები
მიიჩნევენ,რომ საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირება,საუკეთესო სტრატეგიაა ამ საგნებში
სიღრმისეული ცოდნის მიღებისა
ü მარტივი ექსპერიმენტების
განხორციელება საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე ყველაზე საინტერესო აქტივობად
მიაჩნიათ მოსწავლეებს,და ადასტურებენ რომ უადვილდებათ ცოდნის მიღება.
ü მოსწავლეებს
ურთულდებათ შემაჯამებელი დავალებების შესრულება საბუნებისმეტყველო საგნებში,თუმცა აღნიშნავენ
რომ თუ სხვადასხვა საგნებში შემაჯამებლების ფორმატი იქნება მსგავსი ეს მათ გაუადვილებს
მათ შესრულებას.
საკვლევი საკითხის ირგვლივ იდენტიფიცირებული
სირთულეების დაძლევის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:
1.
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან
თემაზე:““საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სტრატეგიები და აქტივობები““
2.
შიგა სასკოლო კონფერენციის მოწყობა
3.
შემაჯამებელი დავალებები შედეგების ანალიზი და შედეგების მონიტორინგი
4.
კომპლექსური დავალებების შექმნა ,რომელიც მოითხოვს საგანთაშორისი
ცოდნის ტრანსფერს
5.
მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვა სხვადასხვა საგნებში და მატი
შედეგების ანალიზი.
პირველადი კვლევების, ინტერვენციებისა
და მეორადი დაკვირვების შედეგად შევიმუშავე შემდეგი სახის რეკომენდაციები:
ü მოსწავლეთა
დაინტერესების თვალსაზრისით ,კარგი იქნება თუ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს
ექნებათ ერთმანეთთან პერმანენტული შეხვედრები,რათა შესაძლებელი გახდეს ერთმანეთისატვის
გამოცდილების გაზიარება
ü საბუნებიმეტყველო
საგნების გაკვეთილებზე მოსწავლეებისათვის ისეთი აქტივობების შეთავაზება,რომელიც დაანახებს
მათ თეორიული მასალის კავშირს რეალურ ცხპვრებასთან გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და
მათ დაინტერესებას
ü მინი-პროექტების,მარტივი
ექსპერიმენტების,ინტერაქტიური აქტივობების შეთავაზება ,გაუადვილებთ მოსწავლეებთ შესასწავლი
მასალის გაგება-გააზრებას.
ü ინტეგრირებული
გაკვეთილების დაგეგმვა-განხორციელება საუკეთესო საშუალებაა სირღმისეული ცოდნის მისაღებად
ü შემაჯამებელი
დავალებების მიწოდებისას აუცილებლად დავგეგმოთ ისე რომ მასში იყოს სხვადასხვა ფორმატის
დავალებები.
საბოლოოდ კვლევიტი აქტივობების განხორციელების შედეგად
გავაკეთე შემდეგი დასკვნა:
„სკოლაში განხორციელებული კვლევის მიზანი იყო კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით
,მოვახდინო ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას
არსებული პრობლემების იდენტიფიცირება,მათი ანალიზი , შეფასება და ამის საფუძველზე მომეძებნა,დამეტესტა
და შემემუშავებინა ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზები დადგენა, მათ შორის ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესების
გზების მოძიებისათვის.
კვლევის
ფარგლებში გამოყენებული იქნა კვლევის როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები.
კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელების, მეორადი
კვლევებისა და დასკვნების, შეფასების ეტაპებს. გ ინტერვენციების განხორციელების შედეგად
გამოვლინდა თანამშრომლობითი სწავლა/სწავლების ეფექტურობა და ინოვაციური მეთოდებითა
და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. კვლევის
განხორციელების შემდეგ სკოლაში გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლი
საბუნებისმეტყველო საგნებში.“
მიმდინარე პროექტები
პროექტი :“ეკოსკოლები
საქართველოში“
პროექტი მიმდინარეა.ამ
ეტაპზე ვართ მეოთხე ეტაპზე.ეს არის სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპი.ჩვენს მიერ
განხორციელებული ყველა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ვათავსებღ ეკოსკოლების ფეისბუქგვერდზე
შემდეგი მისამართით:
https://www.facebook.com/groups/2942363272718190.
ამ ელექტრონულ მისამართზე
ინფორმაციის განთავსებას ვახდენ მე ,როგორც ეკოსკოლების პროექტის პროექტის კოორდინატორი.
პროექტი:“ნიკო კეცხოველის
სასკოლო პრემია“.
ამ პროექტის ირგვლივ
განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ
ელექტრონული მისამართზე:https://magnolia013.blogspot.com/.აღსანიშნავია რომ ამ ბლოგს თავად ბავშვები აწარმოებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий